მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: ხედავთ, გავიკეთე ვაქცინა და თავს გადასარევად ვგრძნობ

604ef13fde5b6
თელარა გელანტია
15.03.21 09:30
1104
დღეიდან საქართველოში ვაქცინაცია იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იყო პირველი, რომელმაც covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა რამდენიმე წუთის წინ საჯაროდ გაიკეთა.

მან კოლეგებს და თანამოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და თავს ვგრძნობ გადასარევად... ამაში საშიში არაფერია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ამ დაავადების დამარცხება შეუძლებელია.