მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა კურტანიძე - "პოლიტიკურ ცვლილებებზე არც ერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული"

602e6df114c1f
ინგა მურუსიძე
18.02.21 17:47
3551
ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე აცხადებს, რომ წესით პოლიტიკურ ცვლილებებზე არც ერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

„29 წელია ბიზნესში ვარ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობებია ეკონომიკური საქმიანობისთვის და ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ, რომ გადასახადები მისაღები და ნორმალურია. ის არ არის იმდენად დიდი, რომ მეწარმეს გადახდა გაუჭირდეს.

მეორე მხრივ, ის, რომ არ არის კორუფცია და ბიუროკრატიული პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარებისთვის. პოლიტიკურად რა ცვლილებები იქნება, ამაზე წარმოება ან ბიზნეს-ორგანიზაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული. „ავერსი“ არის ფარმაცევტული ორგანიზაცია, რომელიც მოღვაწეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში, ჩვენს შემადგენლობაშია აფთიაქები, კლინიკები.

ნებისმიერი ხელისუფლების დროს ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ მაქსიმალურად მისაღები ფასებით როგორც წამლებზე, ისე სამედიცინო მომსახურეობაზე. პოლიტიკურ ცვლილებებზე არც ერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს წესით დამოკიდებული, მან თავისი საქმე უნდა აკეთოს“, - განაცხადა კურტანიძემ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასადმი გამოტანილი პატიმრობის განაჩენი და მისი დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი დაასახელა. „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.