29.თებერვალი.2016 17:55
ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძე: ვერ ვნახეთ პიროვნება, რომელიც ონლაინ კაზინოების აკრძალვის საკითხში დაგვეხმარება

პაატა კვიჟინაძე: ვერ ვნახეთ პიროვნება, რომელიც ონლაინ კაზინოების აკრძალვის საკითხში დაგვეხმარება
ონლაინ კაზიენოებისათვის რეგულაციების დაწესების შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იანვრის დასაწყისში განაცხადა.
 
"ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდმარის მოადგილე, პაატა კვიჟინაძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, არსებობს დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხის დარეგულირების საქმეში სპეციალისტების მოძიებაში დაგვეხმარებიან.

"ვერ ვნახეთ პიროვნება, რომელიც ონლაინ კაზიენოების აკრძალვის საკითხში დაგვეხმარება. ამაზე მიდის მუშაობა, თუმცა ეს ტექნიკურად ძალიან რთულია. სხვადასხვა ჯგუფები მოვიდნენ წინადადებით. მათ თქვეს, რომ ნახავენ სპეციალისტებს, ვინც დაგვეხმარება იმაში, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს. თუ გვინდა, რომ მოქალაქეებისთვის შეზღუდვა დავაწესოთ, ამის წინააღმდეგი არ ვარ", - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.

რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვიჟინაძე აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა კაზინოების არსებობა მეზობელ ქვეყნებში აკრძალულია, ეს მოცემულობა კარგად უნდა გამოიყენოს საქართველომ, რათა ქვეყანაში სათამაშოდ ბევრი ადამიანი შემოვიდეს და ფული ჩვენს ქვეყანაში დახარჯონ. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესიდან ქვეყნის ბიუჯეტში 100 მილიონ ლარზე მეტი შედის.

ფიზიკურ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

24.აპრილი.2019 00:30
65

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად
23.აპრილი.2019 23:00
104

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 22:00
346

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 20:25
124

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:05
89

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
122

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად