მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა სალია: ძალიან მალე „რუსთავი 2“-მა პირველი ადგილი უნდა დაიბრუნოს

6051d44ba9b46
ინგა მურუსიძე
21.03.21 10:20
3394
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“ ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდნენ. როგორც bm.ge-ს „რუსთავი 2“-ის დირექტორმა განუცხადა, მიზანი ეფექტიანობის გაზრდაა.

პაატა სალია დარწმუნებულია, რომ რეორგანიზაცია ორივე კომპანიას ხელს შეუწყობს როგორც - ფინანსური პრობლემების მოგვარების, ისე სატელევიზო ბადის გამრავალფეროვნების თვალსაზრისით.

„ჩვენი მიზანია გაერთიანდეს გარკვეული პროცესები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტიანი იყოს ორივე კომპანიის მართვა და „რუსთავი 2“-მა მაყურებელს მრავალფეროვანი პროდუქტი შესთავაზოს. არხზე უკვე დაწყებული გვაქვს რეორგანიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს მოკლე დროში მივაღწიოთ შედეგებს, გავზარდოთ რეიტინგი, დავამატოთ მეტი გასართობი თუ პოლიტიკური გადაცემა; ძალიან მალე „რუსთავი 2“-მა უნდა დაიბრუნოს პირველი ადგილი ქართულ მედიასივრცეში“, - განაცხადა პაატა სალიამ.