მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PACE-ს, NATOPA-ს და OSCEPA-ს პრეზიდენტები: "მეტი დახმარება, მეტი ძალისხმევაა საჭირო"

5e99c263baa68
ინგა მურუსიძე
17.04.20 22:20
990
მეტი დახმარება, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისის მასშტაბებს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, ევროპის საბჭოს (PACE), ნატო-ს (NATOPA) და ეუთო-ს (OSCEPA) საპარალამენტო ასამბლეების პრეზიდენტები - რიკ დაემსი, ატილა ესტერჰაზი და გიგი წერეთელი.

„საერთაშორისო თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი ამ მრავალმხრივი კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ მივესალმებით მრავალი სახის დახმარებასა და სოლიდარობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის , რამაც ხელი შეუწყო უამრავი სიცოცხლის გადარჩენას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისის მასშტაბებს და მის შედეგებს. ყველა ადამიანი დაზარალებულია, მაგრამ არიან უფრო დაუცველებიც, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ან ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები პირები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დახმარების უსაფრთხოდ მიღების საშუალება.

მკურნალობის და ვაქცინის შექმნა სწრაფად და უსაფრთხოდ აუცილებელია ამ პანდემიის დასრულების მიზნით. ისევ და ისევ, ჩვენმა მთავრობებმა და პარლამენტებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, პირველ რიგში სამეცნიერო საზოგადოებისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის.

ერთად მუშაობით, მათ შორის შესაბამისი მულტილატერალური ორგანიზაციების საშუალებით, ჩვენს მთავრობებს, პარლამენტებს და ცენტრალურ ბანკებს, შეუძლიათ დაეხმარონ COVID-19-ის ეკონომიკური და სოციალური გავლენის შემცირებას და კრიზისის გრძელვადიან გავლენას, განსაკუთრებით დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები ეხმაუირებიან ასევე პარლამენტების საქმიანობებს და აცხადებენ, რომ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პარლამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია აუცილებელია დემოკრატიული, ეფექტური და თანმიმდევრული საჯარო პოლიტიკის პასუხისთვის და მოქალაქეების პრობლემების მოსაგვარებლად.

„პარლამენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც დემოკრატიული ფასეულობების, პროცესების და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველები, ასევე ხელს უწყობენ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისის განმავლობაში გააგრძელეს მათი ფუნქციონირება, მიიღონ უპრეცედენტო ეკონომიკური დახმარების პაკეტები და გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები, ამასთან, ცდილობდნენ დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ეფექტური კონტროლი.

ვინაიდან მოკლევადიანი ზომები წარმოქმნის შორს მიმავალ შედეგებს ადამიანის სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ პარლამენტებმა განაგრძონ ზედამხედველობა და წვლილი შეიტანონ დამხმარე ზომების კონცეფციისა და დიზაინის შექმნაში, განსაკუთრებით სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, მიზნობრივად, ჩვენი საზოგადოებების დაუცველი სეგმენტებისთვის.

უახლოეს თვეებში ჩვენს პარლამენტებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ, რომ უზრუნველყონ საგანგებო ღონისძიებების სწორად განხორციელება დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, რომ თავისუფლებათა შეზღუდვა პროპორციული და დროებითი იყოს, რომ ეკონომიკური დახმარება გაიცემოდეს იქ, სადაც საჭიროა, რომ დაცულია უსაფრთხოება და სტაბილურობა.

ჩვენი ორგანიზაციები მზად არიან მხარი დაუჭირონ ეროვნულ პარლამენტებს ამ ძალისხმევაში. საპარლამენტო დიპლომატიის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ შემდგომი დახმარება და კოორდინაცია ჩვენს ქვეყნებს შორის.

იმავდროულად, გავაგრძელებთ ჩვენი ძირითადი ამოცანების შესრულებას მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, დახმარებას საფრთხეების ფართო სპექტრის დაძლევისთვის, ეკონომიკის აღდგენისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას”, - ნათქვამია განცხადებაში.