მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაციენტების დიდი ნაწილი თავს იკავებს გეგმური მომსახურების მიღებისგან – კლინიკის დირექტორი

5ecbf9510ce44
BM.GE
25.05.20 23:30
1095
"პაციენტების დიდი ნაწილი თავს იკავებს გეგმური მომსახურების მიღებისგან.. კლინიკებმა 4 თვის განმავლობაში დატვირთვა 70%-ით შეამცირეს", - ამის შესახებ BM.GE-თან კლინიკა KIDS CO-ს დირექტორმა ირაკლი გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძე ამბობს, იურიდიულად გეგმიური ოპერაციები არ შეჩერებულა, თუმცა გახანგრძლივდა მათი დაფინანსების განხილვის ვადა. მისივე განმარტებით, მისი კლინიკაც მოლოდინის რეჟიმშია, რადგან გასულ კვირას სამინისტროს გეგმიური დაფინანსების მოპოვებისთვის კი მიმართეს, მაგრამ პასუხი ამ დრომდე სამინისტროსგან არ მიუღიათ.

“უკანასკნელი კვირის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული რამოდენიმე პაციენტის შემთხვევებთან დაკავშირებით მივმართეთ უკვე გეგმური დაფინანსების მოპოვებისათვის სამინისტროს, მაგრამ დღემდე არ გვაქვს პასუხი. გეგმური ოპერაციები იურიდიულად არ შეჩერებულა, უბრალოდ გახანგრძლივდა მათი განხილვის ვადა. კი მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ არის, იყო განცხადებები ოფიციალური პირების მხრიდან რომ განახლდება გეგმური ქირურგიული მომსახურება, მაგრამ ინფორმირებულობა მოსახლეობის და არა მხოლოდ “დარჩი სახლში” მოთხოვნით, არამედ სხვა კუთხითაც, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელი დაწესებულებებია უსაფრთხო, არის აუცილებელი. დიდი წილი პაციენტების თავს იკავებს გეგმური მომსახურების მიღებისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, იმიტომ რომ გადადებული გეგმური მომსახურება ხშირად იწვევს გადაუდებელი მომსახურების საჭიროებას, სადაც უკვე ნაკლებად არის დაცული ის, რომ უსაფრთხო გარემოში მოხდეს მკურნალობა. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა ჩასატარებელია", - ამბობს კლინიკა KIDS CO-ს დირექტორი ირაკლი გამყრელიძე.