მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პაციენტს ვთავაზობთ სამართლიანი ანაზღაურების სისტემას“ - DRG-სისტემა ძალაშია

6360c24d376ff
ინგა მურუსიძე
01.11.22 11:00
496
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

„პაციენტს ვთავაზობთ სამართლიანი ანაზღაურების სისტემას, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში სრულად ფარავს სახელმწიფო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული თანამონაწილეობაა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ცვლილებით, მკაცრად არის განსაზღვრული თანამონაწილეობის თანხები 0-დან 30%-მდე, რასაც თანაგადახდის სახით ჩვენი მოქალაქე გადაიხდის. სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი“, - განაცხადა ახალი სისტემის შეფასებისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს.

ინფორმაციისთვის, ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია.