07.აგვისტო .2020 19:00

პაკისტანი საგანგებო მდგომარეობას ამსუბუქებს - კორონავირუსის შემთხვევები 80%-ით შემცირდა

views 458
უკან

პაკისტანის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქებას იწყებს, რომელიც როგორც ტურსიტებისთვის განკუთვნილი ადგილების, ასევე რესტორენების, სალონების, კინო-თეატრების გახსნას გულისხმობს. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა პაკისტანის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები თითქმის 80%-ით შემცირდა ივნისში გამოვლენილ პიკურ პერიოდთან შედარებით.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 727 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 21 ადამიანი.

როგორც პაკისტანის მთავრობამ სპეცილურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის კონტროლი მთავრობის ეფექტური სტრატეგიის შედეგია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ორშაბთიდან გაიხსნება კინო-თეატრები, რესტორნები და ბიზნესები რომელიც სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტთან არის კავშირში.

ასევე ორშაბათიდან ნებადართული იქნება ყველა შიდა და გარე აქტივობები, რომლებიც ადამიანების ახლო კონტაქტს არ მოითხოვს და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა შესაძლებელია.

პაკისტანი ასევე გეგმავს სასწავლო პროცესის 15 სექტემბრიდან აღდგნას, მას შემდეგ რაც 7 სექტემბრისთვის კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი განათლების სამინისტროს მიერ.

აღსანიშნავია, რომ საქორწინო დარბაზები ფუნქციონირებას 15 სექტემბრიდან განაახლებენ, ხოლო საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა ოქტომბრიდან აღდგება.