მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანაცეა - საქართველში პირველი სამედიცინო პროფესიული სასწავლებელი 140 წლისაა

5f06f454e59eb
BM.GE
09.07.20 14:38
2542
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იღებს, როცა მეფისნაცვლის მეუღლემ, ოლღა თეოდორეს ასულმა, თბილისში საბებიო სკოლა დააარსა. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამედიცინო პროფესიული კადრების მომზადების კერა.

მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში იგი გადაკეთდა „თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებლად“, ხოლო 2011 წელს უკვე საბოლოო სახე მიიღო და ეწოდა – საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა.

პანაცეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლეჯია საქართველოში, რომელმაც ტრადიციის შენარჩუნებითა და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვით, შეძლო, რომ არის ქვეყანაში, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ავანგარდში. კოლეჯი ახორციელებს 9 ავტორიზირებულ პროგრამას, სადაც სწავლობს 500-ზე მეტი სტუდენტი.

კოლეჯის პარტნიორია საქართველოს 30-ზე მეტი პრესტიჟული სამედიცინო დაწესებულება. პანაცეას აქვს კურსდამთავრებულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასაქმების მაჩვენებელი - 85-90%. კოლეჯი ყოველწლიურად მონაწილეობს ევროპის წამყვანი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტივობებში.

(R)