მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანამა - ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოსთვის, სადაც სებ-ი ფულის გათეთრების მაღალ რისკს ხედავს

5dfddb604c807
BM.GE
21.12.19 13:10
1922
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 ქვეყანა ფულის გათეთრების მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში შეიყვანა. დოკუმენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს ხელს.

ახალი დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინა ბრძანება, რომელიც 2017 წლით თარიღდება. წინა შემთხვევაში სიაში 20 ქვეყანა იყო, ახლა კი სიას ზოგიერთი ქვეყანა დაემატა, ზოგი კი შეიცვალა.

საინტერესოა, რომ 2017 წლის ბრძანებისგან განსხვავებით, წელს ამ სიაში პანამა მოხვდა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით. საქსტატის ინფორმაციით, მესამე კვარტალში შემოსული მთლიანი ინვესტიციების 3.8% სწორედ პანამაზე მოდიოდა. 

აღასანიშნავია, რომ 2019 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია. 

რისკის მატარებელი ქვეყნების სია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განისაზღვრა.

კობა გვენეტაძის მიერ დამტკიცებული ახალი სია ასე გამოიყურება:

ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;

ბ) ანგილია;

გ) ანტიგუა და ბარბუდა;

დ) ბაჰამის თანამეგობრობა;

ე) ბოტსვანის რესპუბლიკა;

ვ) განას რესპუბლიკა;

ზ) დომინიკის თანამეგობრობა;

თ) ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;

ი) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;

კ) იემენი;

ლ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;

მ) კაიმანის კუნძულები;

ნ) კამბოჯას სამეფო;

ო) კოლუმბიის რესპუბლიკა;

პ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;

ჟ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;

რ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;

ს) პანამის რესპუბლიკა;

ტ) სეიშელის რესპუბლიკა;

უ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;

ფ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;

ქ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;

ღ) ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა;

ყ) ტუნისის რესპუბლიკა;

შ) შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა.

კობა გვენეტაძის ახალდამტკიცებული დოკუმენტი შეიძლება ითქვას ტექნიკური ხასიათისაა, რამდენადაც კანონს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ სახელი შეეცვალა და გარდაიქმნა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონად.