მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორა ჯგუფის" შემოსავალმა 750 მილიონ ლარს მიაღწია

62975f9da7133
ნინო ტაბატაძე
01.06.22 19:25
2983
"ნიკორა ჯგუფი" მოგებაზე გავიდა. კომპანიამ ობლიგაციების მფლობელებს შემოსავლების ზრდაზეც აცნობა.

2021 წელის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ჯგუფის კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა 749.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 24.3%-ით მეტია წინა წელს დაფიქსირებულ 603.3 მილიონზე. წლიურად, შემოსავალი 24.3%-ით გაიზარდა, ხოლო რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 22.2%-ით, შედეგად, საერთო მოგების მარჟა 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 2021 წელს 29.2% შეადგინა.

გასული წელი საცალო ბაზრის მსხვილმა ჰოლდინგმა 30,835 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, 2020 წელს არსებული 13.7 მილიონიანი ზარალის შემდეგ. 68.4% იყო გაზრდილი საოპერაციო მოგებაც, რამაც 45.1 მლნ-ს გადააჭარბა.

„ნიკორას“ ჰოლდინგი 14 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ფლობს საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელს საქართველოში, რომელიც  388 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი და საცალო ორგანიზებულ ბაზრზე 17.9%-იანი წილით ლიდერია. ჰოლდინგი ასევე აწარმოებს საკვებ პროდუქტებს, ფლობს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოში და ეწევა სოფლის მეურნეობის საქმიანობას.

„ჩვენი ძირითადი მიზანი და ამოცანებია ნიკორას ბრენდის გათანამედროვება, გაახალგაზრდავება, ბრენდის იდენტობის მომხმარებლამდე მიტანა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებული მომხმარებლების ლოიალურობის ზრდა“, - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

"ნიკორას" 28 მლნ ლარის ობლიგაციები აქვს საფონდო ბირჟაზე განათავსებული, მის შვილობილ "ნიკორა ტრეიდს" - 35 მლნ ლარის.