მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემია ავიაგადაზიდვების გენერატორი იყო - "Geosky"

6325b43f2e9bf
მარიამ იზორია
17.09.22 23:45
665
ავიაგადამზიდავ კომპანია „Geosky“-ში აცხადებენ, რომ პანდემიის შემდგომ გაზრდილი სამგზავრო ფრენების გამო, გადაზიდული ტვირთების რაოდენობა შემცირებულია.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ გასულ ორ წელს ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ჰქონდათ, თუმცა სამგზავრო ფრენების სიხშირის ზრდამ, ტვირთების რაოდენობა შეამცირა და მიმდინარე წელს გასულ, პანდემიურ წლებთან შედარებით თვალშისაცემი ვარდნა შეინიშნება.

„დიდი მოცულობის, საჰაერო ხომალდებით მგზავრების გადაყვანამ იმატა. ასეთი თვითმფრინავები თავისი საბარგულით ტვირთის გადაზიდვისთვის არის განკუთვნილი.

გასულ ორი წელს ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. სამგზავრო ფრენები შეჩერდა, აღდგენამ კი გადაზიდვებში თვალშისაცემი შემცირება მოგვცა. შეიძლება ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით 30%-ით არის შემცირებული. პანდემია სატვირთო ავიაგადაზიდვების გენერატორი იყო“ - აღნიშნავს შალვა კიკნაძე.