კომპანია MyCoins-ის პროექტების მენეჯერი ლუკა ლომსაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბიტკოინზე ფასის ზრდამ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა საქართველოშიც გაზარდა. ფასის ზრდას ლომსაძე დიდი კომპანიების მხრიდან კრიპტოვალუტების ღია მხარდაჭერას უკავშირებს.
“ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ როგორ გაიზარდა ბიტკოინის ფასი, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ეს ყველაფერი იმ აქტივობით არის გამოწვეული, რაც ბაზარზე მიმდინარეობს. საოცრად დიდი პოპულარობით სარგებლობს კრიპტოვალუტები დღეს, რადგან მოთხოვნის ზრდასთან ერთად მათი ფასიც გაიზარდა. ეს გამოწვეულია, დიდი კომპანიების მხარდაჭერით. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ “ტესლა”, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიტკოინებით გადახდას მხარი დაუჭირა, შედეგად მისმა ფასმა საგრძნობლად მოიმატა,”-აცხადებს ლომსაძე.
MyCoins-ის პროექტების მენეჯერი გვეუბნება, რომ ქართულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა კვლავ ბიტკოინია. მეორე ადგილს კი “ეთერიუმი” იკავს. თავად კომპანია მომხმარებელს ჯამში 12 სახეობის კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვას სთავაზობს.
“ყველაზე პოპულარული ფასიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, ბიტკოინია თუმცა ჩვენს ვებ-გვერზე დანარჩენი 11 კრიპტოვალუტაც საკმაოდ მოთხოვნადია. ასეთებია “ეთერიუმი”, ასევე “კარდანო”... ამ უკანასკნელის შეძენა სულ რამდენიმე დღეში ჩვენს საიტზე იქნება შესაძლებელი. უშუალოდ ჩვენს კომპანიაზე პანდემიას უაროფითი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ეს ციფრული სამყაროა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიამ ციფრულ სამყაროს უფრო მეტი შესაძლებლობები შესძინა. ხალხიც უფრო გადავიდა ისეთ გზებზე რაც ციფრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ეს იქნება ტრანზაქციები და მსგავსი ტიპის ონლაინ თუ ბლოკჩეინ აქტივობები. ამიტომ, უფრო მეტმა ადამიანმა შეისწავლა კრიპტოვალურის სამყარო’,"-ამბობს ლომსაძე.
მისივე თქმით, მათ კომპანიას დაახლოებით 70 ათასი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ლომსაძე ამბობს, რომ კრიპტოვალუტის პოპულარობას ფასი განსაზღვრავს, მაგალითად, ბიტკოინის ფასი გასულ წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი.
“ისეთი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, რომელიც საშუალო ან დიდი თანხით შემოდის კრიპტოვალუტის მარკეტზე, საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობს. დაბალფასიანი კრიპტოვალუტებიც ძალიან პოპულარული ხდება, ასეთია “კარდანო”, რომელიც სულ რაღაც 1.4 დოლარი ღირს და ისიც საკმაოდ დინამიურად იცვლება ფასის ზრდის მიმართულებით. როცა ასეთი დაბალი ფასი აქვს კრიპტოვალუტას და შედარებით დიდი ფასით ყიდულობ შემდეგ თუნდაც მცირედით გაიზარდოს მისი ფასი, მოგება უკვე დიდი იქნება,”-აცხადებს ლუკა ლომსაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა