13.ივლისი .2020 23:48

პანდემია უარეს სახეს მიიღებს, თუ მთავრობები საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ - WHO-ს გაფრთხილება

views 1388
უკან

კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო უარეს და უარეს სახეს მიიღებს, თუ კონკრეტული მთავრობები არ გადადგამენ გადამწყვეტ ნაბიჯებს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა.

BBC-ის ცნობით, როგორც ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, „ჩვენ ვხდავთ შემთხვევების საშიშ ზრდას“ ქვეყნებში, სადაც „რისკების შემცირებისთვის დაწესებული ზომების აღსრულება და დაცვა არ ხდება“.

„ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.

„ვირუსი რჩება საზოგადოების ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობის და ადამიანის ქმედებები ამას არ ეხმაურება“, – დასძინა მან, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებს და ლიდერებს გულისხმობდა ის.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 13 135 134 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა