მას შემდეგ, რაც გასულ კვირას აშშ-ში „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებლებმა პიკს მიაღწია, მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ წინ უკეთესი პერიოდის პერსპექტივა დგას, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტებს უჭირთ დაზუსტებით თქვან, დაასრულებს თუ არა ახალი შტამი პანდემიას. ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის გაზეთი წერს. გამოცემის ცნობით, რისი თქმაც დღეს დანამდვილებით შეიძლება, ისაა, რომ პანდემია უფრო მართვად ენდემურ რეჟიმზე გადადის.
მასაჩუსეტსის კონსორციუმის ექსპერტების შეფასებით, აშშ-ში ნოემბრის დასაწყისში კოვიდინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად 264 იყო, დეკემბრის შუაში ამ მაჩვენებელმა საშუალოდ 23000 შეადგინა, დღესდღეობით კი დღიურად დაახლოებით 4000 ინფიცირებული ადამიანი აღირიცხება. ამ რიცხვების შედეგია კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის ზრდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის მასაჩუსეტსშიც, ბოლო დღეებია დაავადების სტატისტიკა კლებადია, რაც მეცნიერებს იმაზე ფიქრის საფუძველს აძლევს, რომ ვირუსი თანდათან დასუსტდება. თუმცა, მეცნიერების თქმით, იმედისმომცემი ტენდენციის მიუხედავად, „ომიკრონთან“ საბრძოლველად მიღებული ზომების შეწყვეტა ჯერჯერობით ნაადრევია.
იმუნოლოგ-ინფექციონისტები ჯერ კიდევ მოელიან სიკვდილიანობის მაჩვენებლის პიკს. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები რჩებიან; განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დრომდე არ აცრილან.
პანდემიის დასასრულის განხილვისას, რამდენიმე ექსპერტმა თქვა, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადამდებობა, ვაქცინაციასთან ერთად, მთელ მსოფლიოში ვირუსისადმი გარკვეული სახის იმუნიტეტის გავრცელებას გამოიწვევს. „ეს კი შეიძლება, ითარგმნოს, როგორც პანდემიის ენდემურ რეჟიმზე გადასვლა“, - წერს ჰარვარდის უნივერსიტეტის გაზეთი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას