ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის რეალური მასშტატები გამოაჩინა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით იმ მონაცემთა ბაზით, რაც მთავრობამ თვითდასაქმებულთათვის კომპენსაციების გაცემის დროს დააგროვა მოხდება ახალი საგადასახადო ცვლილებების ფორმირება, რაც საგადასახადო ბაზის გაფართოვებისკენ იქნება მიმართული.
“რაც შეეხება შემოსავლების მობილიზაციას, აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პანდემიამ და ბოლო თვეების განმავლობაში გაცემულმა დახმარებებმა, კარგად დაგვანახა ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილიც. დაგვანახა თუ რამდენი არის არაფორმალური სექტორი. ამ ბაზაზე ჩვენ უფრო კარგი წარმოდგენა შეგვექმნა, რადგან რაღაც სფეროები იმისდა მიხედვით, რომ ჩაიკეტა, გამოჩნდა რა მოუვიდა შემოსავლებს.
ადამიანებისთვის როდესაც გადავწყვიტეთ კომპენსაციების მიცემა, როგორ გაგვიჭირდა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების მოძიება, როგორ გაუჭირდათ მათ ამის ყველაფრის დადასტურება, შესაბამისად, ამან მოგვცა ის ინდიკაციები და ჩვენ ეს საშინაო დავალებად მივიღეთ, რომ უფრო მორგებული და სწორი ადმინისტრირება დავიწყოთ საგადასახდო შემოსავლების მობილიზაციის კუთხით.
შიდა რეფორმების პაკეტი მზადდება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მანდ ნამდვილად არის სივრცე და მაგას ნამდვილად გავაფართოვებთ, ანუ დაბალი საგადასახადო ტვირთის პირობებში მაქსიმალურად გავზარდოთ დასაბეგრი ბაზა,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ აპრილში წარადგინა გეგმა, რომლითაც უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა 6 თვის განმავლობაში 200 ლარის მოცულობის დახმარებას მიიღებდა. უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის კი მთავრობამ 300-ლარიანი კომპენსაცია განსაზღვრა, თუმცა ეს ადამიანები ფინანსურ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სახელმწიფოს დაუდასტურებდნენ, რომ ისინი მართლაც იყვნენ თვითდასაქმებულები.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით კომპენსაციის მისაღებად სულ 245,421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160,161-მა ადამიანმა შეძლო დადასტურება, რომ მართლაც თვითდასაქმებული იყო, შესაბამისად დახმარებაც მხოლოდ ამ ადამიანებმა მიიღეს. ჯამში ცენტრალურმა ბიუჯეტმა პროგრამაზე 48 მლნ ლარი დახარჯა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის