საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ნიკოლის“ გაყიდვები პანდემიამ 55%-60%-ით შეამცირა და კომპანია, როგორც თავად ამბობენ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
2017 წლიდან ამოქმედებული წარმოების დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაიშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ საბავშვო სამოსის გაყიდვები იმდენად შემცირდა, რომ კომპანიის შემოსავლები მათ საგადასახადო და საბანკო ვალდებულებებს ვერ ფარავდა, ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა შეძლებდა თუ არა „ნიკოლი“ ახალი სასკოლო სეზონისთვის მომზადებას და კოლექციის გამოშვებას.
„პანდემიამ ძალიან ბევრ სექტორს დაარტყა. ტანსაცმელი ამ პერიოდში ფუფუნების საგნად იქცა და მეორეხარისხოვანი გახდა. პანდემიის შემდეგი 3 თვე ძალიან რთულად გავიარეთ, დაკეტილი იყო ყველა სავაჭრო ცენტრი, ფაქტიურად ონლაინ გაყიდვებზე ვიყავით გადასულები და ეს არ იყო კომპანიისთვის ისეთი შემოსავალი, რაც ჩვენს ვალდებულებებს შეესაბამებოდა. აგვისტოს მონაცემებით გაყიდვებში 55%-60%-იანი კლება გვქონდა, რაც საკმაოდ დიდია მაჩვენებელია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ნიკა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ამ პერიოდში მათთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იყო საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელმაც საშუალება მისცა წარმოებას ახალი შემოდგომის სეზონისთვის პროდუქცია ეწარმოებინა.
„სახელმწიფოს საკრედიტო საგარანტიო სქემით თიბისი-ში აღებული სესხით, კომპანიამ შეძლო თურქეთიდან ნედლეულის შემოტანა და ახალი კოლექციის გამოშვება. ეს იყო დახმარება, რომლის გარეშე წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლებოდა მოგვსვლოდა“, - აღნიშნავს ნიკოლაშვილი.
ის ასევე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში „ნიკოლიმ“ სტრატეგია შეცვალა და გარდა თავისი მოდელების წარმოებისა სხვა მიმართულებებიც გააქტიურა.
„დღეს „ნიკოლი“ სამი მიმართულებით მუშაობს, ეს არის ექსპორტის მიმართულება - თებერვალში პირველად პროდუქცია ექსპორტზე საუდის არაბეთში გავიტანეთ, თუმცა პანდემიის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. ვმუშაობთ ასევე იტალიაში საბავშვო ტანსაცმლის გატანაზე და ერთეული მოდელები უკვე გაგზავნილი გვაქვს; დავიმატეთ კორპორატიული მიმართულება და ვემსახურებით საბავშვო მუსიკალურ და ცეკვის სტუდიებს, ასევე დავიწყეთ სკოლებისა და ბაღებისთვის ფორმების შეკერვა.
ეს მიმართულებები კომპანიისთვის პრიორიტეტული კრიზისის ფონზე გახდა, იმიტომ რომ საცალო გაყიდვებმა ძალიან იკლო“, - განაცხადა „ნიკოლის“ დამფუძნებელმა.
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, დღეს „ნიკოლის“ წარმადობა თვეში 1 000 – 1 100 ცალი ტანსაცმელია, და თუ ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება უფრო მეტის წარმოებაც შეუძლიათ.
სამომავლო გეგმებზე და მოლოდინებზე საუბრისას კი ნიკა ნიკოლაშვილი ამბობს, რომ გაყიდვების მიმართულებით დღეს დადებითი ტენდენციები შეინიშნება.
„ჩვენი მიზანია, რომ გაყიდვების მაჩვენებლები შარშანდელ მაჩვენებელს გაუტოლდეს, ეს ჩვენი მინიმალური გეგმაა და თუ ამაზე უკეთესი მდგომარეობა იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ წარმადობისთვისაც“, - უთხრა BM.GE-ის „ნიკოლის“ დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა