მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიასთან ბრძოლა უიარაღოდ და Ad Hoc - კოვიდის წარმატებული მართვის "არდისეული" მოდელი

614b0236c366f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 11:45
893
2020 წლის დასაწყისში მსოფლიო ახალი, გაურკვეველი რეალობის წინაშე აღმოჩნდა - უიარაღოდ უხილავ მტერთან. მთავარი გამოწვევა სამედიცინო სექტორმა და სახელმწიფოებმა გაიზიარეს და ეტაპობრივად დაიწყეს ვირუსის მართვის სტრატეგიის შემუშავება. საერთო ბრძოლაში დიდი წვლილი სადაზღვევო სექტორს მიუძღვის - კერძო ბიზნესს, რომლის პოზიტიური ჩართულობაც მოსახლეობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, როგორც არასდროს.

საქართველოში სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის - არდის კოვიდის მართვის მოდელი და მიდგომა გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ ფაქტს არა მხოლოდ დაზღვეულების უკუკავშირი, არამედ შთამბეჭდავი სტატისტიკა ადასტურებს. 2021 წლის მონაცემებით:

o 10 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულის მომსახურება
o 200 000-ზე მეტი სატელეფონო კავშირი
o 1 000 000 ლარზე მეტი ანაზღაურება
o კოვიდინფიცირებულ დაზღვეულთა მხოლოდ 3%-ის ჰოსპიტალიზაცია (როცა ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 15 %-ს აღწევს).

რას ეფუძნება კოვიდის წარმატებით მართვის არდისეული მიდგომა და რა გზა გაიარა კომპანიამ პანდემიის პირობებში, არდის სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი ეკა ერგემლიძე და სამედიცინო შემთხვევების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა დურგლიშვილი გვიყვებიან.

სწრაფი ადაპტაცია ახალ გარემოში

„არდიმ საქართველოში კოვიდის დაფიქსირებამდე მოახდინა სწრაფი, თანმიმდევრული რეაგირება და დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მყისიერად გავიაზრეთ პროცესების მოსალოდნელი განვითარება და 2020-ის მარტის დასაწყისშივე, პრაქტიკულად 24 საათში, სრულად გადავედით დისტანციურ მუშაობაზე. მაქსიმალური რესურსი ჩავდეთ ციფრული არხების განვითარებაში, რათა მომსახურების მაღალი ხარისხი და დაზღვეულებთან აქტიური კომუნიკაცია შეგვენარჩუნებინა. ცხადია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით პანდემიამდელ ცხოვრების პერიოდს, თუმცა ის ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო - დისტანციური მუშაობის პრაქტიკა კოვიდის პერმანენტულ კვალად დარჩება", - აცხადებს ეკა ერგემლიძე.

„რესურსების და პროცესების სასწრაფოდ გადაწყობა მოგვიწია. მიზანი იყო - ერთი მხრივ, გვემართა კოვიდინფიცირებულები და მეორე მხრივ, ჩვენი სხვა - მომსახურება არ შეფერხებულიყო. ყოველი დღის შედეგები ანალიზდებოდა - როგორც მართვის ისე ტენდენციების ნაწილში. მომსახურების მართვაში არ არსებობს „წვრილმანი“. ეს ყოველივე კი მხოლოდ თანამშრომლების უდიდესი ძალისხმევით შევძელით და ვახერხებთ დღემდე. ცხადია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რაოდენობა არასაკმარისია. თუმცა შევძელით შესაბამისი რესურსის მობილიზება და Ad Hoc გაზრდილი გუნდით ვუწევთ მომსახურებას დაზღვეულებს", - ამბობს თეა დურგლიშვილი.

ორად გაყოფილი სადაზღვევო ეკოსისტემა და მისი შედეგი - კოვიდინფიცირებული დაზღვეულების ჰოსპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

2020 წლის ბოლოს საჭირო გახდა მეტად ეფექტიანი მიდგომების შემუშავება და დამატებითი რესურსის გამოყოფა. არდის შემთხვევაში ვირუსის მართვის სტრატეგია სრულიად ახალ სადაზღვევო ეკოსისტემას დაეფუძნა, რომელსაც არა მხოლოდ ოჯახის ექიმები, არამედ მათი დამხმარე უმცროსი ექიმების გუნდი, სატელეფონო ცენტრი, ადმინისტრაციული და ჰოსპიტალის მენეჯერები, პასუხისმგებლიანი პროვაიდერები და, რაც მთავარია, ნდობით განმსჭვალული დაზღვეულები ქმნიან.

„კოვიდდადებითი დაზღვეულებისა და არდის სხვა დაზღვეულების მომსახურების მართვა ერთმანეთისგან გავმიჯნეთ. ეს მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მოსალოდნელი ტალღებისთვის მომზადებისას, პირველ რიგში, დავიწყეთ რესურსის მობილიზება, გავაკეთეთ პესიმისტური დაშვებები და რესურსის ერთგვარი რეზერვიც შევქმენით. შედეგებმა გვაჩვენა, რომ მომზადებულები აღმოვჩნდით. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს გადაულახავი კრიზისი, თუკი რისკი გაცნობიერებული გაქვს და მომზადებული ხარ. ასეც აღმოჩნდა. არდის დაზღვეულების ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი – 3 % ერთგვარი ინდიკატორია, რომ თანმიმდევრული და მაღალკვალიფიციური პირველადი ჯანდაცვის რგოლით პანდემიის დაძლევა შესაძლებელია მინიმალური დანაკარგით. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი დიდწილად იმ ნდობის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენი დაზღვეულები მრავალი წელია გვიცხადებენ და ეს ვირუსის მართვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს დაზღვეულს ამ ნდობისთვის“, - ამბობს ეკა ერგემლიძე.
 
„არდის ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას ჩვენს ინფიცირებულ დაზღვეულებზე 112-დან ან უშუალოდ დაზღვეულისგან ვიღებთ. მათთან დაკავშირება ხდება იმავე დღეს ან მაქსიმუმ მომდევნო დღის 2 საათამდე. დაზღვეულს უტარდება პირველადი სრულფასოვანი კონსულტაცია და ეძლევა რჩევა-დარიგებები, განისაზღვრება მისი დაავადებების მიმდინარეობა და სიმწვავე. პროცესის ამ ნაწილს ტრიაჟს ვეძახით. დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარების მიხედვით ისაზღვრება ბინაზე მკურნალობა ან, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაყვანა. პაციენტი გადაგვყავს კვლევების ჩასატარებლად ჩვენი უსაფრთხო ტრანსპორტით და რეგულაციების სრულად დაცვით. მხოლოდ სიმპტომების მკვეთრი მატების ან გაუარესების შემთხვევაში ვახდენთ მათ ჰოსპიტალიზაციას – ამით ერთ პაციენტს მაქსიმალურად ვარიდებთ სხვა პაციენტებთან კონტაქტს, რადგან ვირუსი მაინც ინდივიდუალურად ვითარდება. ამ პროცესების ციკლში ექიმების, ადმინისტრაციისა და პროვაიდერების გუნდია ჩართული, რომელიც ოპერატიულად და სინქრონულად მუშაობს“, - განმარტავს თეა დურგლიშვილი.



"არდის" სამედიცინო შემთხვევების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა დურგლიშვილი




დასავლური და ადგილობრივი პროტოკოლების სინთეზი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ინფიცირებულთან

დასაწყისშივე გამოჩნდა არდის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა კოვიდის მართვასთან მიმართებაში. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ვირუსი ემართა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ისე დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მიერ შემოთავაზებული პროტოკოლების მიხედვით მაშინაც კი, როდესაც ამის ვალდებულება არ გააჩნდა. თუმცა ამასთან, მაქსიმალური ფოკუსირება მომხდარიყო თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომაზე, მათი ფონური დაავადებების, ანამნეზის და ვირუსის ფაზების ინდივიდუალური განვითარების შესწავლის გზით.
დროთა განმავლობაში, მოსახლეობა მეტად ადაპტირდა პანდემიის რეალობასთან. საზოგადოების, ბიზნესისა თუ მთავრობების პასუხისმგებლობით სავსე ნაწილმა კი მიღებული გამოცდილება და ცოდნა სამომავლო პროგნოზების სწორად განსაზღვრისთვის გამოიყენა. როგორც არდიში ამბობენ, მიუხედავად ინფიცირების რაოდენობისა, დღეს პროგნოზების გაკეთებასთან ერთად, ვირუსის მართვაც შედარებით მარტივია.

„მიუხედავად განვლილი კრიტიკული პერიოდებისა, მაინც რთული იყო მეოთხე ტალღის მართვა. ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირებული გვყავდა, ვიდრე სამედიცინო რესურსი არსებობს მისი მართვისთვის. თუმცა, ვფიქრობთ, ამ მძიმე ტალღას წარმატებით გავუმკლავდით არდის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევით.“ - ეკა ერგემლიძე.

კომპლექსური სოციალური პასუხისმგებლობა

ბოლო პერიოდში საზოგადოების, სახელმწიფოსა თუ ბიზნესის სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა. არდიმ დასაწყისშივე შეამჩნია საფრთხე საზოგადოების სტრესისა და მენტალურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში და თანამშრომლებისა და დაზღვეულების უფასო კონსულტაცია უზრუნველყო ფსიქოთერაპიის სახლ „კამარას“ პროფესიონალებთან. მალევე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მედპერსონალის და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დააზღვია დამატებით 100,000 ლარის ღირებულებით. კომპანიამ პანდემიის დასაწყისთან დაკავშირებული ფინანსური კრიზისის პერიოდში ლოიალური მიდგომა შეიმუშავა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. ამჟამად, არდის ექიმები პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ატარებენ ონლაინ საინფორმაციო სესიებს ვაქცინაციასა და პანდემიასთან დაკავშირებით. თუმცა კომპანიის და მისი თანამშრომლების სოციალური პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ჩართულობით ვლინდება.


"არდის" სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი ეკა ერგემლიძე


„ჩვენ ადამიანთა ჯანმრთელობას ვაზღვევთ და გვაქვს გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ გადაწყვეტილებებს სწორედ ამის გააზრებით ვიღებთ. 2020 წლის დასაწყისშივე გადავწყვიტეთ, აგვეღო ვირუსის მართვის პასუხისმგებლობა ჩვენს დაზღვეულებში არა მხოლოდ მისი მიმდინარეობის და სერვისების ორგანიზების ნაწილში, არამედ ხარჯვით ნაწილში, ასევე დაგვეფარა პოსტ კოვიდური გართულებების ხარჯები. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც არდის თანამშრომლები იზიარებენ. ამის ნათელი მაგალითია კოვიდ დადებითი ექიმების დისტანციური მუშაობა პაციენტებთან. მათმა დიდმა ნაწილმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარება შესაძლებლობას აძლევდა, გამოთქვა სურვილი გაეგრძელებინათ მუშაობა. ეს მიდგომა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა პაციენტების სიმშვიდეზე და მათთვის დამატებით მოტივაციად იქცა. ექიმების დიდმა ნაწილმა საკუთარი ნებით უარი თქვა საზაფხულო შვებულებაზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ უტყუარი ინფორმაციის მიწოდების გარდა, კომპანიაში არ ყოფილა წამახალისებელი კამპანია ან რაიმე მითითება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, არდის თანამშრომლების თითქმის 80 % უკვე ვაქცინირებულია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არდის ქმნიან არდელები - პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები, რომლებიც საერთო მიზანს მთელი გულით ემსახურებიან", - აღნიშნავს "არდის" სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი ეკა ერგემლიძე.
(NS)