ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, გლობალური პანდემიის დასასრულებლად 14 მილიარდი ევრო გამოყონ, რომლითაც პანდემიასთან ბრძოლის გეგმა დაფინანსდება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„მეცნიერებამ მოგვცა ინსტრუმენტები COVID-19-თან საბრძოლველად; თუ ეს ინსტრუმენტები გლობალურად გაზიარდება, ჩვენ შეგვიძლია, წელს COVID-19, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა, დავასრულოთ. ამისთვის მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა რიგი ხარჯები უნდა დაფარონ, რაც ღირსეულ პარტნიორობად შეფასდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების მხრიდან, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია, კოვიდტესტირებები სათანადოდ ვერ ტარდება და მედიკამენტების დეფიციტი არსებობს“, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა.
ცნობისთვის, ACT-A accelerator-ი, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ინსტრუმენტებზე წვდომისთვის შეიქმნა, საერთაშორისო ჯანდაცვის სააგენტოების, მსოფლიო ბანკის და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ ფინანსდება. ჯანმო-ს ხელმძღვანელობით, ის პასუხისმგებელია განვითარებად ქვეყნებში Covid 19-თან ბრძოლის ინსტრუმენტებზე წვდომის დაჩქარებაზე. მისი ერთ-ერთი კომპონენტია COVAX სისტემა, რომელიც შეიქმნა პანდემიის დაწყებისას, რათა უზრუნველყოს ვაქცინების თანაბარი წვდომა მთელი მსოფლიოსთვის.
„ევრონიუსის“ ცნობით, 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ACT-A-ს გაშვებას დაახლოებით 20,5 მილიარდი ევრო დასჭირდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 700 მილიონი ევროა მოზიდული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ