მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების გამო, დღეს მოსახლეობა საფრთხეშია” - Caucasus Travel

5fe2315112a38
მარიამ ადამია
23.12.20 00:10
895
“საქართველოში არჩევნების ჩატარების სურვილის გამო ქვეყნის მოსახლეობას პანდემიის პერიოდში საფრთხე შეექმნა. უნდა ეფიქრათ პოლიტიკოსებს, რომ არჩევნები გადასადები იყო, მაგრამ ეს არ გააკეთეს და რეალურად, ხელისუფლებამ და ასევე საზოგადოებამ ვერ გაიაზრა, რომ ეს არ არის მოკლევადიანი მოვლენა. ჩვენ ცხოვრების ახალ პარადიგმაზე გადავდივართ და ისე უნდა დაგეგმილიყო რეგულაციები და ცხოვრების ახალი წესი, რომ მორგებული ყოფილიყო გრძელვადიან პერიოდზე” - ამის შესახებ ტურისტული კომპანია, Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

მისი თქმით, ვერცერთი დაშვებული შეცდომიდან დასკვნები ვერ გამოვიტანეთ, ვერაფერი ვისწავლეთ და ამიტომაც არის ქვეყანა დღეს გაურკვეველ მდგომარეობაში.

“დაწესებული შეზღუდვებიდან ნაწილს ვეთანხმები, თუმცა, აქ მთავარია თუ როგორი იქნება აღსრულება, რამდენად გაკონტროლდება, რამდენად დავიცავთ წესებს ჩვენ, მოქალაქეები. გარდა ამისა, თუკი ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, სავარაუდოდ, 25 თებერვალს კორპორაციები არ იყიდიან საქართველოს მიმართულებით ბილეთს. თუმცა, უკვე მარტსა და აპრილში დაიწყებენ ტურისტული კომპანიები ბილეთის შეძენას, მთავარია ავიაკომპანიებმა ასახონ სარეზერვაციო სისტემაზე და დაიწყონ ავიაბილეთების გაყიდვები სამი-ოთხი თვით ადრე”, - განაცხადა საბა კიკნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 14 დეკემბერს განაცხადა. თუმცა, მსგავსი დაპირება მოქალაქეებს არაერთი ახსოვთ, მათ შორის ავიამიმოსვლის გახსნა დაანონსდა 1 ივნისს, მოგვიანებით 1 აგვისტოს და ა.შ.