მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დროს ჯარიმების ჩამოწერა მიზანშეწონილი არ იყო - IDFI

60f1c9d160ef0
ანუკა ჯოხაძე
16.07.21 23:30
910
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 245 ათასზე მეტ კანონდამრღვევ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე დაწესებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ თვეში გააჟღერა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კოვიდ-რეგულაციების დარღვევა წაახალისა.

IDFI-ში აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება. მათი განმარტებით, ვაქცინაციის მიმდინარე ტემპის გათვალისწინებით, ქვეყანაში სავარაუდოა რომ რეგულაციების საჭიროება კვლავ დადგეს. შესაბამისად, მათი შეფასებით, აღმასრულებელი ორგანოს ეს გადაწყვეტილება მომავალში კოვიდ-რეგულაციების დარღვევის ფაქტებს წაახალისებს.

“დასანანი და საეჭვო შემთხვევა მოხდა სულ ცოტა ხნის წინ, ვგულისხმობ, იმას რომ აღმასრულებელმა ორგანომ დააანონსა ამნისტია კოვიდ-რეგულაციებზე, როგორც სისხლის სამართლებრივი მიდევნებისგან შეწყვეტას ისე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებას. გარკვეულწილად ორი სხვადასხვა კანონპროექტი იქნა წარმოდგენილი და ჩვენ დავინახეთ, რომ კოვიდ-რეგულაციების აღსრულება პოლიტიკურ საგნად იქცა, რადგან უდროო დროს იყო ეს ამნისტია დაანონსებული და გამოცხადებული. ყოველივე ეს აჩენს ეჭვს, რომ ამნისტიის რეალური მიზეზი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია",- აცხადებს IDFI-ის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური.