მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პანდემიის დროს, კონკრეტული პროექტები ხელშეკრულებაში გაწერილი ვადებით ვერ დასრულდა"-“ანაგი”

624033c51a058
ლიკა გურაბანიძე
28.03.22 00:01
944
“პანდემიის პერიოდში არცერთი პროექტი არ შეგვიწყვიტავს,” -ამის შესახებ bm.ge-ს “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პანდემიამ გავლენა მხოლოდ პროექტების დასრულების ვადებზე მოახდინა და ის კონკრეტულ შემთხვევებში გარკვეული დროით გადაავადა. 

“ჩვენი კომპანიის დამკვეთების დიდ ნაწილს კერძო სექტორი წარმოადგენს.

კონკრეტული პროექტები ხელშეკრულებაში გაწერილი ვადებით ვერ დასრულდა. აქ ის მომენტიც იყო, რომ დამკვეთებსაც პროექტის გაგრძელება არ გაგრძელების საკითხზე ორაზროვანი შეხედულება ჰქონდათ. შედეგად, ზოგადად პროცესები შენელდა. საბოლოო ჯამში პანდემიის მდგომარეობის დასტაბილურებასთან ერთად ყველა პროექტი გაგრძელდა.” - განმარტა ირაკლი გოგოლიშვილმა.

“ანაგის” გენერალური დირექტორის განმარტებით, სწორედ პანდემიის პერიოდში მასალებზე გაზრდილმა ფასებმა კომპანიისთვისაც და დამკვეთებისთვისაც გარკვეული პრობლემები წარმოქმნა.

“მასალების გაზრდილ ფასზე ყველა კერძო დამკვეთი მეტ-ნაკლებად წამოგვყვა იმიტომ, რომ ისინი მოვლენებს სუბიექტურად აფასებენ. კერძო ბიზნესი გაგებით მოეკიდა გაზრდილ ფასსაც და გაზრდილ დროსაც. სახელმწიფო პროექტებს რაც შეეხება, აქ მდგომარეობა უფრო გართულდა, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტებთან გაზრდილ ღირებულებაზე საუბარი რთულია. მათი მესმის იმიტომ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა მშენებლობაში მსგავს დეტალებს არ ითვალისწინებს. არ არის მკაფიო წესი სახელმწიფომ როგორ უნდა გააკეთოს სახელმწიფო შესყიდვის დროს ტენდერში გამარჯვებულის ფასის გადახედვა. შედეგად, ბევრ პროექტში გარკვეულ ზარალს ვერ ავცდით. ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ გარკვეული წინადადება სახელმწიფოს მხრიდან იქნება ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ.” - აღნიშნა მან.