მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დროს მცირე მაღაზიები გაქრნენ ორბიტიდან და თანხებს ვერ ვიღებთ - მეწარმე

5fc37f0ce5f1f
ანა ჯოხაძე
29.11.20 15:30
855
“გაკოტრებულ მცირე მაღაზიებს ქართველი მეწარმეები მიმართ გადაუხდელი ფინანსური ვალდებულებები რჩებათ” -ამის შესახებ bm.ge-თან მეწარმე ბაგრატ მეზურნიშვილი აცხადებს. როგორც ის ამბობს, პანდემიის პერიოდში მას, როგორც მეწარმეს ძირითადი პრობლემები არა ქსელურ კომპანიებთან, არამედ მცირე ზომის მაღაზიებთან შეექმნა. 

მეზურნიშვილის თქმით, პანდემიამ ბაზრიდან მცირე ზომის მაღაზიები გააქრო. მათ მუშაობა შეწყვიტეს და ის ვალდებულებები, რაც მცირე მეწარმეების მიმართ ჰქონდათ, არ დაფარეს. როგორ მეწარმე ამბობს, ამ დროს მცირე მეწარმეებს კანონი არ იცავს, შესაბამისად,  წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ. მისი განცხადებით, პანდემიის დროს მიღებული ზარალი დაახლოებით 30-40 ათასი ლარია.

“მცირე მაღაზიებთან უფრო მეტი პრობლემა შემექმნა. ეს მაღაზიები ფაქტიურად პანდემიის დროს დაიკეტნენ, გაქრნენ ორბიტიდან და საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. ამ ყველაფერს მივყავართ საკანონმდებლო პრობლემებამდე. თუ მაღაზია გაკოტრდება და ფუნქციონირებას შეწყვეტს, არაერთ ვალდებულებს იტოვებს, რომელიც მცირე მეწარმეების მიმართ აქვს. ამ დროს სასამართლოს კი მოიგებ, მაგრამ პრობლემა აღსრულების ნაწილშია. ვერ შეძლებ თანხების ამოღებას, აქ არის მთავარი პრობლემაც.

არაერთხელ მივმართეთ ყველა მთავრობას, თუმცა, სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ იყო. მცირე მაღაზიების დამფუძნებლების უკან არაფერი არ დგას, მათ არ აქვთ ვალდებულება, რომ რაიმე ჩადონ იმის სანაცვლოდ, რომ შენ პროდუქცია შეგაქვს. ხელშეკრულება როგორიც არ უნდა გააფორმო, ფინანსურ ვალდებულებას, რაც მას აქვს, ვერ ამოიღებ თუ ის გაკოტრდება”-ამბობს მეწარმე ბაგრატ მეზურნიშვილი.

მეწარმე ქართულ ბაზარს 28 სახეობის ყველს სთავაზობს, რომელსაც განსხვავებული ტექნოლოგიით ამზადებს. ყველის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე 2004 წლიდან ხორციელდება.