მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დროს სახელმწიფომ Lufthansa-ს წილის ყიდვით €760 მლნ მოგება მიიღო

632728a176bcc
მარიამ ვარადაშვილი
18.09.22 21:50
1310
Lufthansa-ში წილის გაყიდვით გერმანიის მთავრობამ 760 მლნ ევროს მოგება მიიღო. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდმა პანდემიის პერიოდში ავიაკომპანიაში წილი 300 მლნ ევროდ იყიდა, რომლის შემოსავლები მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვის გამო შეჩერებული იყო.

2020 წლიდან მთავრობა კომპანიაში საკუთარ 20%-იან წილს თანდათან ამცირდებდა და მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ბოლო 9.92%-ც გაყიდა. ჯამში 20%-იან წილში სახელმწიფომ მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჩადებულ ინვესტიციას. ამასთან, სახელმწიფო კომპანიის წილებიდან დაგეგმილზე ადრე, 2023 წლის ოქტომბრამდე გამოვიდა.

როგორც FT წერს კომპანია პანდემიის შემდეგ წელს პირველად ელის რომ მოგებით დაასრულებს. წინა კვარტალში კომპანიამ 260 მლნ ევრომდე მოგების გენერირება შეძლო. მოგების მიუხედავად ავიაკომპანიამ მილიონობით ევროს შემოსავალი დაკარგა მას შემდეგ, რაც ივლისში აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამას გარდა, სექტემბრის დასაწყისში გაფიცვა გამოაცხადეს თავად Lufthansa-ს პილოტებმაც, რის გამოც კომპანიას 900-ზე მეტი ფრენის გაუქმება მოუწია. Eurocontrol-ის თანახმად, ავიაკომპანიის თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო გაუქმებულმა ფრენებმა ევროპაში ფრენების დღიური მოცულობა 0.5%-ით შეამცირა.