მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დროს შექმნილი ბენქსის ნახატი $23.2 მილიონად გაიყიდა

605b23a772343
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.21 17:55
919
ცნობილი ბრიტანელი მხატვრის ბენქსის ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც პანდემიის პერიოდში დიდი ბრიტანეთის სამედიცინო პერსონალის საპატივცემულოდ შეიქმნა, სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 23.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯება და ის ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს გადაეცემა.

Washington Post-ის ინფორმაციით, ფსევდო-ანონიმური ინგლისელი გრაფიტის მხატვარის, ნახატი სახელწოდებით Game Changer-ი 2020 წლის მაისიდან ქალაქ საუთჰემპტონის კლინიკაში იყო გამოფენილი.

შავ-თეთრ ფერებში შესრულებულ ნახატზე, ბიჭი მედდის თოჯინით თამაშობს, ხოლო სუპერმენი და ბეტმენი ნაგვის ყუთში ყავს მოთავსებული.

როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, ბენქსიმ, რომლის ვინაობა და ბიოგრაფიული დეტალები ამ დრომდე უცნობია, მედპერსონალს გასამხნევებელი წერილიც დაუტოვა, სადაც ის მადლიერებას გამოთქვავდა მათი თავდადებული შრომისთვის და იმედოვნებდა, რომ მისი შავ-თეთრი ნამუშევარი საავადმყოფოში ნათელ ფერებს შეიტანდა.