მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის დროს უზარმაზარი ჯარიმები კიდევ უფრო გვირთულებს სიტუაციას“ - დაცვის კომპანია „გიგანტი“

603fa2960586a
ინგა მურუსიძე
03.03.21 23:00
913
დაცვის კომპანია „გიგანტის“ დამფუძნებელი, ჯიმშერ პაპაშვილი ირწმუნება, რომ კერძო დაცვის კომპანიების მარეგულირებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრი პანდემიის მიუხედავად კომპანიებს აქტიურად ამოწმებს და ჯარიმებსაც ინტენსიურად წერს.

როგორც მან bm.ge-ს უთხრა, ახლა ჯარიმების გამოწერა არასწორია, რადგან ბიზნესს ისედაც ძალიან უჭირს.

„თავიდან, როცა პანდემია გამოცხადდა, თანამშრომლები არ გამოდიოდნენ, ხვეწნით გამოგვყავდა. მაგალითად სავაჭრო ცენტრებში, დიდი რისკის ქვეშ იყვნენ და არიან ისინი, ვინც სიცხეს ზომავენ. 112 კიდევ დადის და ჯარიმებს წერს. ხომ შეიძლება, ელემენტარულად გაგვაფრთხილონ და ასე უცებ, ამხელა თანხებით არ დაგვაჯარიმონ? კითხეთ თავად, რამდენ ჯარიმას წერენ“, - აღნიშნა მან.

პაპაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ეს კი გამოწვეულია დაკეტილი ობიექტებით, მაღაზიებით, რესტორნებით, რომლებიც დაცვის კომპანიებს გადასახადებს ვეღარ უხდიან და ამ ფონზე მოწმობის არქონის გამო მცველის 1000 ლარით დაჯარიმება არაადეკვატურია.

„ბევრი ობიექტი, რომელიც თვეობით იყო დახურული, დავკარგეთ. ერთადერთი ხელშეწყობა არის საშემოსავლო გადასახადის არგადახდა, რაც ყველასთვის საერთოა, მაგრამ 50 ლარის შეღავათი თუ გამიკეთა და 500 ლარით დამაჯარიმა, რაღა გამოვიდა“, - აცხადებს პაპაშვილი.

„გიგანტის“ ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს რამდენი თანამშრომელი ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ იძულებული გახდა, პანდემიის გამო, მათი რაოდენობა შეემცირებინა.