15.სექტემბერი .2021 19:00

პანდემიის გამო დაწესებულ 53 600 ჯარიმაზე იძულებითი აღსრულება შეწყდება - აღსრულების ბიურო

პანდემიის გამო დაწესებულ 53 600 ჯარიმაზე იძულებითი აღსრულება შეწყდება - აღსრულების ბიურო
views 260
უკან

საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესისა და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების საქმის წარმოების შეწყვეტა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დაიწყო.

როგორც bm.ge-ს ბიუროდან აცნობეს, ამნისტია ეხება პირებს, რომლებმაც აღნიშნული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინეს და ჯარიმა ამ დრომდე აღუსრულებელია.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 7 სექტემბრის ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებას დაასრულებს:

 საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 20 358 სააღსრულებო საქმეს ჯამური თანხით 47 939 520 ლარი;

 პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 33 242 საქმეს ჯამური თანხით 752 860 ლარი.
აღნიშნული კატეგორიის საქმისწარმოებებზე იძულებითი აღსრულების შეწყვეტა, ეტაპობრივად, თვის ბოლომდე დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია:

https://bit.ly/398126Z
https://bit.ly/3Cp3IKn

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა