საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმალურად დასაქმებული პირები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში თუნდაც 1 თვე მუშაობდნენ და პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 2021 წლის 1 იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, სოციალური დახმარების აღნიშნულმა მიზნობრივმა პროგრამამ პირველი ტალღის დროს ძალიან კარგად იმუშავა. „ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით“, - თქვა გახარიამ 26 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ვიდრე 200-ლარიანი დახმარების ახალი ტალღა დაიწყება, bm.ge-მ გადაწყვიტა, პირველი ეტაპის შედეგები მოეკითხა - რა დაჯდა და რამდენმა მოქალაქემ აიღო თუნდაც ერთხელ 200-ლარიანი კომპენსაცია.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სულ 200-ლარიანი დახმარება 162 220 უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო და ჯამში, მოქალაქეებს 129 324 100 ლარი ჩაერიცხათ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 450 მლნ ლარი ჩაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, მესამედიც არაა ათვისებული, თუმცა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა წლის ბოლომდე გრძელდება.
თვეების მიხედვით ჩარიცხვები ასე გამოიყურება:
მაისი - 72 164 პირი , 14 432 800 ლარი;
ივნისი - 132 679 პირი, 29 835 400 ლარი;
ივლისი - 118 578 პირი, 24 357 600 ლარი;
აგვისტო - 96 182 პირი, 19 353 000 ლარი
სექტემბერი - 88 800 პირი, 18 244 400 ლარი;
ოქტომბერი - 82 633 პირი, 16 631 500 ლარი.
ნოემბერი - 31 976 პირი, 6 409 400 ლარი.
ასევე, Bm.ge-მ დასაქმების სააგენტოდან გამოითხოვა სტატისტიკა თითო მოქალაქეზე დარიცხვების რაოდენობასთან/სიხშირესთან დაკავშირებით, რადგან როგორც ცნობილია, პროგრამის ფარგლებში, 1 ფორმალურად დასაქმებულს კომპენსაციის მიღება მაქსიმუმ 6-ჯერ შეუძლია.
ერთხელ - 28 122 მოქალაქე, 5 624 400 ლარი;
2-ჯერ - 28 454, 11 369 300;
3-ჯერ - 14 220, 8 524 500;
4-ჯერ - 7 619, 6 082 000 ;
5-ჯერ - 13 675, 13 635 700;
6-ჯერ 70 130, 84 088 200.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის