მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის გავლენა იყო, რომ უმუშევრობა და სიღარიბე გაიზარდა - თურნავა

615193b2cc7c5
ინგა მურუსიძე
27.09.21 13:46
659
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად მომავალი წლიდან სიღარიბის აღმოფხვრა ეტაპობრივად გაგრძელდება, ისე როგორც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ასე უპასუხა მან, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ საქართველოში სიღარიბის შემწეობის მთხოვნელთა რიცხვი გაორმაგდა.

„ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში. ჩვენ ვართ პანდემიის პირობებში. ძალიან ბევრი რამ არის პანდემიის ბრალი. 180 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეემატა მსოფლიოში სიღარიბის ზღვარს. საქართველო არ არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა, არ არის გამონაკლისი და პანდემიის გავლენა იყო სწორედ ის, რომ უმუშევრობა და სიღარიბე გაიზარდა, თუმცა ჩვენი პოლიტიკის შედეგად, იმედი მაქვს, რომ ეს მოკლევადიანი ეფექტია, ხოლო მომავალი წლიდან სიღარიბის აღმოფხვა გაგრძელდება ეტაპობრივად, ისე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციისთვის, ბოლო 2 თვეში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად - 67,266 ადამიანით გაიზარდა. აქამდე დროის ასე მოკლე პერიოდში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე მკვეთრად არასდროს გაზრდილა. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საარსებო შემწეობის ბენეფიციართა სიაში 622,923 მოქალაქე იყო, რაც მთლიანად საქართველოს მოსახლეობის 16.7%-ია.

ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ.