მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად ბრაზილია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

5f22c758c0b1f
ნათია თაქთაქიშვილი
30.07.20 18:10
1337
მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა ბრაზილია უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის და ფრენებს აღადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტებს ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ საჰაერო გზით შეეძლებათ, სახმელეთო და საზღვაო საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვა კი ძალაში დარჩება.

ამასთან, ქვეყანაში შესვლის უფლება უცხოეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს მიეცემათ, რომლებსაც სამედიცინო დაზღვევა ექნებათ.

აღსანიშნვია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 70,000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, 600-მდე პაციენტი კი გარდაიცვალა.

შეგახსნებთ, რომ ბრაზლია აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნაა კორონავირუსით ინფიცირებულთა თვალსაზრისით. სულ ქვეყანაში COVID-19-ის 2 555 518 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 90,188 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 1,787,419 ადამიანი.