მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად გაიზარდა

607975b077012
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.21 17:35
1296
პანდემიის მიუხედავად 2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად გაიზარდა და ეკონომიკურმა ზრდამ 18.3% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1992 წლის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკამ 2021 წელს კარგი სტარტი აიღო, თუმცა პანდემიის გამო არსებული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული სხვა მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აღდგენის პროცესშია. წარმოების მაჩვენებელი 14,1%-ს აღწევს, საცალო გაყიდვები კი, 32%-ითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავრცელების შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში 6.8%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს მცირედით მაგრამ მაინც გაიზარდა. ქვეყანა მიმდინარე წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.