მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად Nexia TA აუდიტის ბაზარზე პოზიციების გამყარებას განაგრძობს

60741294f1256
ინგა მურუსიძე
12.04.21 10:39
1460
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) 2020 წლის აუდიტის ბაზრის მონაცემები გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც, Nexia TA-მ გაიმყარა მე-6 პოზიცია.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, კოვიდ-კრიზისული გარემოს მიუხედავად, Nexia TA აუდიტის მიმართულებით წინსვლას განაგრძობს და 2020 წლის მონაცემებით მნიშვნელოვანი 9.2%-იანი ზრდა აჩვენა. ფირმა ამის მიზეზად თავის გუნდში გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე არსებულ მაღალ კომპეტენციას და მუშაობის საინტერესო, დინამიურ პროცესს ასახელებს.

"Nexia TA-მ მნიშვნელოვნად გაზარდა ლოიალური კლიენტი კომპანიების რაოდენობა და მათ მოთხოვნებს განსაკუთრებულად ფორმირებული პროცესებით შეხვდა. ფირმაში ხარისხი და მასზე მუდმივი ზრუნვა ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან მოხდა აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმართულების პარტნიორის დამატება, ხოლო 2020 წელს Nexia TA-ს დაემატა ახალი გარიგების პარტნიორი, სოფიკო ღუდუშაური, რის შემდეგაც კომპანიის აუდიტის გარიგების პარტნიორების რაოდენობა 3-მდე გაიზარდა.

Nexia TA-ს აუდიტორები ფლობენ უახლეს ინფორმაციას აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაზე, ხოლო მათ მიერ შესრულებული აუდიტორული სამუშაოები ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების სრულ დაცვას", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში. 

„პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისი ბიზნეს სექტორში განსაკუთრებულად იგრძნობა, თუმცა, ამის მიუხედავდ, ჩვენ შევძელით გაგვეგრძელებინა ზრდა-განვითარება. ეს განაპირობა იმ მაღალმა პროფესიულმა კომპეტენციამ, რომელსაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ. მათ იციან, რომ ჩვენთან თანამშრომლობით მიიღებენ სანდო ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის ფინანსურ მდგომარეობასა და შედეგებზე, შესაბამისად, იქნებიან დაცულები. იციან და გვენდობიან, ჩვენ მათთვის გარანტირებულად უზრუნველვყოფთ მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინთეზის საფუძველზე ნაკლოვანებების აღმოფხვრის საუკეთესო გზების მოძიებას“, - აცხადებს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი და აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი ბორის მეგრელიშვილი.
(R)