მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზამ ტვირთბრუნის ზრდა შეინარჩუნა

5e9875518a784
BM.GE
16.04.20 19:08
606
COVID -19 -ის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზამ ტვირთბრუნის ზრდა შეინარჩუნა. ინფორმაციას თავად რკინიგზა ავრცელებს. 

2020 წლის I კვარტალში რკინიგზით, 2.77 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა.

პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 253 ათას ტონას აღემატება.
ტვირთბრუნვის ზრდა ძირითადად განაპირობა იმპორტულმა და სატრანზიტო ტვირთებმა.

იმპორტის შემთხვევაში გადაზიდვებმა 604 ათას ტონას მიაღწია, ტრანზიტით კი, რკინიგზაზე 1.5 მლნ ტონა ტვირთმა გაიარა.