მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, სინოჰიდრო საქართველოში გზების მშენებლობას რეგულაციების დაცვით აგრძელებს

5f59c9e1b9633
BM.GE
10.09.20 10:36
886

საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეპიდ ვითარების მიუხედავად, კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას რეგულაციების დაცვით, შეფერხების გარეშე განაგრძობს. ამ ეტაპზე, კომპანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეკონსტრუქციის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად, POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ დასჭირდება ტექნიკური თუ ადამიანური რესურსის საზღვარგარეთიდან შემოყვანა, შესაბამისად, სავალდებულო კარანტინის გამო სამუშაოების დაწყება არ შეფერხდება. POWERCHINA /Sinohydro-ს (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) როგორც ტექნიკური, ისე თანამშრომლების ბაზა საქართველოშიც აქვს. სამშენებლო სამუშაოებში ჩართულები იქნებიან როგორც ქართველი, ისე - უცხოელი სპეციალისტები.

პროექტს, რომელზეც ამ ეტაპზე POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) მუშაობს, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს. ეს არის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი, რომელიც სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. აქედან, კომპანია POWERCHINA /Sinohydro ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს და 2 ზოლია ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებს.

„ეს არის რთული და საპასუხისმგებლო პროექტი, განსაკუთრებით, ამ ვითარებაში. თუმცა, შემიძლია, დარწმუნებით განვაცხადო, რომ კომპანიას აქვს ამ სფეროში მუშაობის სერიოზული გამოცდილება. ასევე, მზად ვართ, გავითვალისწინოთ და დავიცვათ ყველანაირი რეკომენდაცია და რეგულაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დააწესებს. ჩვენ ხარისხიანად და დათქმულ დროში ჩავაბარებთ აღნიშნულ პროექტს,“ - აცხადებს კომპანიის იურიდიული მრჩეველი გიგა კვერენჩხილაძე.

POWERCHINA (ფაუერჩაინა) 2020 წელს იკავებს 157-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში. გარდა ამისა, ამავე წელს, კომპანიამ 150 დიზაინერულ ფირმას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური საწარმოების, სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრაციის კომისიის მიერ POWERCHINA ექვსი წლის განმავლობაში სახელდებოდა ა კლასის მეწარმედ. კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში, ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს როგორც ჩინეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.


 

 

 

(NS)