მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, თურქეთში ტურიზმის შემოსავალმა, შესაძლოა, $15 მლრდ-ს მიაღწიოს

5f435dfbc817c
თამთა ჯიჯავაძე
24.08.20 12:03
2826
2020 წლის ბოლოს, პანდემიის მიუხედავად, თურქეთის ტურიზმის შემოსავლებმა, შესაძლოა, $15 მილიარდს მიაღწიოს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორი ნელ-ნელა აღდგენის პროცესშია და  საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი იზრდება.

თავის მხრივ, ტურიზმის განვითარების სააგენტოს საბჭოს წევრის ბიროლ აკმანის განცხადებით, წელს ქვეყანა ვეღარ მიაღწევს პრეპანდემიურ მიზანს, რაც 60 მილიონი ტურისტის მიღება იყო, მაგრამ მისივე თქმით, სოციალური დისტანცირების და უსაფრთხოების წესების დაცვა, ტურიზმის სექტორს კრიზისიდან მალე გამოსვლის შესაძლებლობას მიცემს.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის ყველაზე პოპულარულმა ტურისტულმა მიმართულებამ - ანტალიამ იანვრიდან 19 აგვისტოს ჩათვლით 1 მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო 31 ქვეყნიდან. მათ შორის 300 000 უკრაინელი იყო, 281 000 –რუსი, 221 000 – გერმანელი, ხოლო 85 000 – ბრიტანელი.

შედარებისთვის, 2019 წელს თურქეთის ტურიზმის სექტორის შემოსავალი $34.52 მილიარდი იყო. გასულ წელს ქვეყანას 52 მილიონი ვიზიტორი ეწვია ანუ 13.7%-ით მეტი ვიდრე 2018 წელს.

ცნობისთვის: თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ის ტურისტები, რომლებსაც კორონავირუსი არდადეგების დროს დაუდასტურდებათ, შესაძლებლობა ექნებათ იმ სასტუმროში განთავსდნენ იზოლაციაში, სადაც ისვენებენ. სასტუმროებს კი, რომლებსაც უსაფრთხო ტურიზმის სერტიფიკატი აქვთ, მოეთხოვებათ, პაციენტებისთვის  სასტუმროში  უსაფრთხო და იზოლირებული ნომრები უზრუნველყონ.