გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ში მიიჩნევენ, რომ პანდემიის ფონზე უსაფრთხო - ონლაინ „შოპინგზე“ მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ეს პერიოდი, ბუნებრივია, ბიზნესისთვის ხელსაყრელი არაა.
კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ გადამზიდავი კომპანიები ამ პერიოდში არაერთი სირთულის წინაშე დადგნენ.
„პანდემიის ფონზე ნამდვილად გაიზარდა მოთხოვნა - უსაფრთხო შოპინგზე, გამოწერებზე, თუმცა მნიშვნელოვნად - არა და არც ბიზნესისთვის აღმოჩნდა ეს პერიოდი ხელსაყრელი, რადგან ავიაგადამზიდი კომპანიების მიერ ტრანსპორტირების ტარიფები საგრძნობლადაა გაზრდილი, თუმცა ჩვენი მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირების ღირებულება უცვლელია. შესაბამისად, ექსპედიტორი კომპანიებისთვის საკმაოდ რთულია ამ საერთო კრიზისის გადალახვა და დაძლევა; რამდენიმე საფოსტო კომპანიამ ტრანსპორტირების ღირებულებაც საგრძნობლად გააძვირა. გამოწვევებს შორისაა დოლარის კურსის ზრდის ფაქტორი, განბაჟების 300-ლარიანი უცვლელი ლიმიტი, გაზრდილი ტარიფები, პანდემიის გამო უსაფრთხოების პირობების დაცვისთვის გასატარებელი ღონისძიებები და ა.შ... თუმცა ჩვენი კომპანია ცდილობს, ერთგულ მომხმარებლებს ჩვეული კომფორტი შესთავაზოს და სხვადასხვა ქალაქში სერვის-ცენტრების განთავსებით - ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების (რეგიონალური საკურიერო მომსახურება) საფასური თავიდან აარიდოს“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძლზე USA2GEORGIA-მ ქსელი გააფართოვა და 2 ფილიალი თბილისის გარეთ - რუსთავსა და ქუთაისში დაამატა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს