მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის პერიოდში აუზებზე მოთხოვნა გაიზარდა" - "ნოკი"

628c8a3929cde
თათია კაკიაშვილი
24.05.22 11:26
757

„პანდემიის პერიოდში აუზებზე მოთხოვნა როგორც მსოფლიო ბაზარზე, ისე საქართველოში, ძალიან გაიზარდა,“ - ამის შესახებ BMG-ის აუზების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის „ნოკის“ მმართველმა პარტნიორმა კოკი ღლონტმა განუცხადა.

მისივე თქმით, ინდუსტრიაში პრობლემები როგორც კორონავირუსულმა პანდემიამ, ისე - რუსეთ-უკრაინის ომმაც წარმოქმნა.

„გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია აუზების მასალების მიწოდების შეფერხება და ფასების ზრდა, ამიტომ იძულებული გავხდით, დროული მარაგები შეგვექმნა, რადგან ჩვენს მომხმარებელს დროში გაჭიანურებული სერვისი არ მიეღო. ამ სფეროზე გავლენა უკრაინის ომმაც მოახდინა. ჩვენი მომწოდებლები ისევ იძულებული იყვნენ, ფასები გაეზარდათ, ვინაიდან ნედლეული გაძვირდა, მასთან ერთად მოიმატა ტრანსპორტირების ღირებულებამაც,“ - განაცხადა კოკი ღლონტმა.

ცნობისთვის, კომპანია „ნოკი“ ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მომსახურება მოიცავს როგორც აუზების მშენებლობას და მათ პროექტირებას, ასევე სპა ზონების მოწყობას.