მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის პერიოდში ჩვენმა გაყიდვებმა იკლო“ - „საპო“

608cf6a0439fd
მარიამ იზორია
01.05.21 18:33
1030
საპო მომხმარებელს მცენარეული ზეთებისგან დამზადებულ 16 განსხვავებულ ხელნაკეთ საპონს სთავაზობს. სტარტაპი ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და 2019 წელს დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო კონკურსის’’BIG IDEA CHALLENGE’’-ს კრეატივის კატეგორიის გამარჯვებულიC გახდა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი Bm.ge-ის უყვება, საწყისად 500 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

„ჩვენ საპნების სამი შემეცნებითი და სახალისო ხაზი გვაქვს, პირველი ხაზის ცხოველის ფორმის „საპოს“ პატარა წიგნი მოყვება, რომელშიც ცხოველზე თავგადასავალი წერია, წიგნის ბოლო გვერდი საპონშია დამალული, მეორე ხაზი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფრომის საპნებს აერთიანებს, წიგნაკში კი ძეგლზე ისტორიას გაეცნობით, მესამე ხაზის საპონს ქართულ-ხალხური გამოცანები ახლავს, რომლებზედაც პასუხებს ბავშვი „საპოში“ აღმოაჩენს. ეს სახალისო პროცესი პატარებს ხელების დაბანის მოტივაციას უჩენს“ -აღნიშნავს ნაილი ვახანია.

ბრენდის დამფუძნებელმა პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ბაზარზე გამოჩენისთანავე „საპოს“ მიმართ დაინტერესება მაღალი იყო, თუმცა პანდემიის პერიოდში გაყიდვებმა იკლო, რადგან ყველა მაღაზია დაიხურა, სადაც პროდუქციას ყიდდნენ.

„საპო“ ამჟამად თბილისში რამდენიმე მაღაზიასა და ონლაინ პლატფორმაზე რეალიზდება.

საპოს ორი საფასო კატეგორიის, 12 და 20 ლარის ღირებულების პროდუქცია აქვს.

ბრენდი პროდუქციის ექსპორტზე გატანას, ახალი ხაზის დამატებასა და სახელოსნოს მოწყობას გეგმავს.