მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის პერიოდში ქართველებმა თავიანთი ქვეყნის კურორტების შეყვარება დაიწყეს“ – ნუცა აბრამიშვილი

616bbbc242868
მარიამ იზორია
17.10.21 14:00
616
„შუხმან ჯგუფს“ პანდემიის პერიოდში პოლიტიკის შეცვლა მოუხდა და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ვარდნის ფონზე უფრო მეტად ქართველ მომხმარებელზე ორიენტირდნენ. როგორც „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, კომპანია შეეცადა მუშახელის შენარჩუნებას, რათა არ ყოფილიყო კადრების გადინება, როგორც ქვეყნიდან, ასევე კომპანიიდან.

„შევცალეთ პოლიტიკა და მეტი ყურადღება ქართველ მომხმარებელს დავუთმეთ, დავნერგეთ მათზე მორგებული პაკეტები, რადგან ქართველი სტუმარი უცხოელი ვიზიტორისგან ძალიან განსხვავდება, მე დადებითად ვუყურებ ამ პროცესს, რადგან პანდემიის პერიოდში ადგილობრივი ტურიზმი განვითარდა, ქართველებმა თავიანთი ქვეყნის ადგილებისა და კურორტების შეყვარება დაიწყეს“, - განმარტავს „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ნუცა აბრამიშვილი იმ კვლევასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე კლების ტენდენციით ხასიათდება. მისი განმარტებით, ამას საქართველოსა და მსოფლოში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი განაპირობებს.

„ჩავარდნები იყო ტურიზმის სექტორში, გასტრონომიული მიმართულებით, რესტორნები დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, ქვეყანას არ სტუმრობდა ის ტურისტი, რომელსაც ველოდით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზეც აისახა“ - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, „შუხმან ჯგუფი“ კახეთში შატოსა და ღვინის სოფელს მართავს.