მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პერიოდში "ალდაგმა" მომხმარებლებს 4 მლნ ლარი აუნაზღაურა

5f06e68b38f5d
BM.GE
09.07.20 13:40
790
კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევებიდან დღემდე, "ალდაგმა" მომხმარებლებს 4 მლნ ლარის ღირებულების ზარალი დისტანციურად აუნაზღაურა. ალდაგის დისტანციური სერვისებით სულ 5000-მდე ადამიანმა ისარგებლა და 1500-მდე ზარალი ასევე დისტანციურად დარეგულირდა.

პანდემიის დაწყებისთანავე "ალდაგმა" დისტანციური მომსახურება სრულად გააციფრულა. კომპანიის ცნობით, ის იყო პირველი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც გაციფრულების პროცეში მონაცემთა სრული გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიები გამოიყენა და მომსახურების პროცესში კლიენტის იდენტიფიცირებისთვის ხელოვნური ინტელექტი ჩართო.

შედეგად, დისტანციური წვდომა ალდაგის ყველა პროდუქტსა და სერვისზე გავრცელდა, რის შედეგადაც ჯამურად 6500-მდე ადამიანმა ისარგებლა, როგორც ახალი პროდუტების შესაძენად, ისე თანხის ასანაზღაურებლად.

„ვამაყობთ, რომ ერთადერთი კომპანია ვართ სექტორში, ვინც ეს მოახერხა. შედეგად გვაქვს ნებისმიერი სადაზღვევო პოლისის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა, თან ისე რომ მონაცემების მიმოცვლა ხდება დაცულად, ბლოკჩეინ სისტემის დახმარებით. ხოლო ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ელექტრონული პოლისის აღების პროცესი გახდა უფრო მოქნილი, სწრაფი და უსაფრთხო,“- ამბობს ალდაგის სტრატეგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა ჩაჩხუნაშვილი.

ალდაგი წელს 30 წლის გახდა. დღეს მის პორტფელშია 100,000 მდე დაზღვეული კლიენტი როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სექტორში. 30 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 320 მლნ ლარს შეადგენს.