მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პირობებში კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას - ეკონომიკის მინისტრი

602cb35279959
BM.GE
17.02.21 10:06
953
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი“ დაათვალიერა.

კომპანია 2018 წლიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს და ცოტა ხნის წინ ამავე კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაფართოვდა, რის შემდეგაც რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი ქართული საწარმო, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარს ამარაგებს, არამედ უკვე გავიდა ექსპორტზე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში.

„კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით. აღსანიშნავია, რომ „ალფა პეტის“ პროდუქცია უკვე გავიდა ექსპორტზე რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ არათუ შეამცირა წარმოება, პირიქით გაფართოვდა და სამომავლოდ ამ კუთხით კარგი პერსპექტივებიც აქვს. ახალი დანადგარი, რომელიც კომპანიამ სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა და დღეს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია მიაწოდოს როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ბაზარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია ამ ეტაპზე 54 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ძირითადად ადგილობრივებს და უახლოეს ხანებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.

„ალფა პეტის“ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს.