მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის პირობებში საქართველომ პოტენციალი უნდა აჩვენოს" – რა უპირატესობა აქვს ქვეყანას?

5e8caf2b64055
ნინი ლონგურაშვილი
07.04.20 23:40
1286
ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის ანი კვარაცხელიას აზრით, “პანდემიის პირობებში საქართველომ პოტენციალი უნდა აჩვენოს”.

ანი კვარაცხელიამ „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აქვს და შეუძლია, ახლა გამოიყენოს.

“წარმოიქმნება ახალი შესაძლებლობები, არა მხოლოდ მიმართულებების კუთხით, არამედ რაოდენობის კუთხით. შესაძლოა, ქვეყნებმა პროდუქციის ისეთი დიდი მარაგები მოითხოვონ, როგორც ვთქვათ აქამდე არ ჰქონდათ. ასევე, მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რომ მომავალში შეიცვლება წარმოების კუთხით ქვეყნების პრიორიტეტები და შეიძლება, ჩინეთიდან ბევრი წარმოება გავიდეს სხვადასხვა ქვეყნებში, რაშიც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ბევრი მიმართულებით, როგორც ბიზნეს გარემოს კუთხით, ასევე გადასახადებთან მიმართებაში თუ მუშახელის და ადგილმდებარეობის კუთხით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი ჩვენ გამოვიყენოთ და ახლა დავგეგმოთ აქტივობები და ამის მიხედვით განვახორციელოთ შემდეგი ქმედებები”, – აცხადებს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ანა კვარაცხელია.