მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის შედეგად ბავშვებისა და უფროსების მიერ ლეგოების გამოყენება გახშირდა – კომპანია ახალ მაღაზიებს ხსნის

5f4fc864cf3fd
ნათია თაქთაქიშვილი
02.09.20 21:02
955

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Lego პანდემიის მიუხედავად, 120 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.



დანიური სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი ნილ კრისტიანსენი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც Logo-ს მაღაზიები ხელახლა გაიხსნა, მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია.



"ჩვენ კორონავირუსის გამო გამოწვეული საგანგებო მდგომარეობით პოზიტიური შედეგები მივიღეთ, რადგან ბავშვები და უფროსები ერთობლივად აწყობდნენ ლეგოს“, – განაცხადა კრისტიანსენმა.



Logo-ს ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოთხოვნა მასშტაბურ ლეგოებზე დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად გაზრდილია კომპანიის შემოსავლები 1.8 მილიარდი ბრიტანული სტერლინგით.



შეგახსენებთ, კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 612 მაღაზია აქვს, მათგან 14 დიდ ბრიტანეთში. ამასთან, 612 მაღაზიიდან 46 მაღაზია სწორედ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიხსნა, ხოლო დაანონსებული 120 მაღაზიიდან 80 ჩინეთში გაიხსნება.