18.აპრილი .2021 15:46

პანდემიის შედეგად “თიბისიში” უმოქმედო ბიზნესსესხების წილი მხოლოდ 2.7%-მდე გაიზარდა

პანდემიის შედეგად “თიბისიში” უმოქმედო ბიზნესსესხების წილი მხოლოდ 2.7%-მდე გაიზარდა
views 481
უკან

“თიბისი ბანკის” კორპორაციული სესხების პორტფელში უმოქმედო სესხების (NPL) წილი პანდემიური კრიზისის შედეგად 2.7%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი თხელიძე აღნიშნავს, რომ მათ კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად, მრავალი კორპორაციული სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა და ბიზნესებმა პანდემიურ რეალობაზე გადაწყობის პროცესი დაიწყეს. ამასთან, გიორგი თხელიძე განმარტავს, რომ მათ ბიზნესების მხარდაჭერისთვის სარეაბილიტაციო დეპარტამენტიც შექმნეს.

“ჩვენი კორპორაციული კლიენტების სესხების პორტფელი არის 5.5 მილიარდი ლარი, მათ შორის კლიენტები, რომელთაც გაუჭირდათ სესხის მომსახურება და დაკვალიფიცირებული არიან, როგორც NPL-ებად, ანუ “Non performing” სესხებად, არის 2.7%. ზრდა იყო როგორც კორპორაციულ NPL-ში, ასევე ჯამურ NPL-ში და ეს მატება იყო დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტის. ბანკში 2019 წელს არსებული 2.5%-დან NPL-ი გაიზარდა 4.7%-მდე - ეს არის ციფრები. მაგრამ ციფრების უკან არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორები. ის ბიზნესები, რომლებიც არ მოხვდნენ ამ კატეგორიაში, მათ ნაწილს დასჭირდა რესტრუქტურიზაცია და სწორად მორგება რეალობაზე, რაც მოხდა პირველ რიგში მათი მონდომებით და ბანკის მხარდაჭერით. მაგრამ არის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდა და დღეს ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ არის. ამასთან, თუკი კრიზისამდე არ ჰქონდათ სახარბიელო ფინანსური შედეგები, კრიზისმა კიდევ გააღრმავა. ვიცით, რომ ეს სეგმენტი 70%-ით დოლარსა და ევროში არის ნომინირებული და დევალვაციაც ერთ-ერთი მძიმე ფაქტორია.

შევქმენით სარეაბილიტაციო მიმართულება, რომელიც ფოკუსირებულია იმ კლიენტებზე, რომელთაც არ აქვთ დღეს ყველაზე სახარბიელო მდგომარეობა. როდესაც გაივლის გარკვეული პერიოდი და ეს კლიენტები ჩადგებიან მწყობრში, ჩვენ მაშინ გამოვდგებით კარგი პარტნიორები”, - აღნიშნა გიორგი თხელიძემ.

თიბისი ბანკის მთლიანი სასესხო პორტფელი 2020 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით 14.9 მილიარდ ლარს შეადგენს.

გიორგი თხელიძე "Forbes-ის კვირაში"


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა