მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის შემდეგ ჩინეთმა ნავთობზე მოთხოვნით აშშ-ის და ევროპას გადაუსწრო

5ed4dd639169a
ელენე გოგბერაშვილი
01.06.20 20:20
1560
მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაიწყო ეტაპობრივი აღდგენა პანდემიის შემდეგ, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნამ აშშ-სა და ევროპაში მოთხოვნას გადაუსწრო. უფრო და უფრო მეტი სატვირთო ტანკერი მიემართება ჩინეთისკენ.

ჩინეთი სიდიდით მეორეა მსოფლიოში ნავთობის მოხმარების მიხედვით აშშ-ის შემდეგ. ჩინეთისკენ მიმავალი სატვირთო სუპერტანკერების რიცხვმა უკვე გადააჭარბა წინა რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ იყო.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტანკერების ოდენობა გაზრდილია 127-მდე და თუ თითოეული გემი სრულად იქნება დატვირთული, ეს არის დაახლოებით 250 მლნ ბარელი ნავთობი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა ნავთობის შესყიდვა მარაგებად დაბალ ფასად. კვოტირების აპრილის თვის დაცემამ წარმოადგინა კიდევ მეტი დისკაუნტი, ხოლო მოპოვების შემცირების ზომები ჯერ სრულად არ ამოქმედებულა.