მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება შემსუბუქდა- თამბაქოს კონტროლის ცენტრი

646b8180abc57
ანუკა ჯოხაძე
23.05.23 21:00
812
კანონის აღსრულებისას წარმოქმნილ პრობლემებზე თამბაქოს კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები საუბრობენ. ცენტრის დირექტორის, გიორგი მაღრაძის თქმით, საპატრულო სამსახურს საკითხზე მკაცრი რეაგირება აღარ აქვს.

“კონტროლი არის შერბილებული. ამაზე გავლენა მოახდინა პანდემიამაც. პანდემიის დროს ძირითადად დახურული იყო ჰორეკა სექტორის დაწესებულებები. ამ დროს აღმასრულებელმა მოადუნა ყურადღება.

ახლა რომ ჩამოვიაროთ და ობიექტების უმეტესობა დასაჯარიმებელი გახდება, იმიტომ რომ მოწევის ამკრძალავი ნიშანი არ აქვთ გაკრული. არადა ამაზეც 500 ლარიანი ჯარიმაა,”-აცხადებს გიორგი მაღრაძე.

ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და სპონსორობაც აიკრძალა, ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობის შემზღუდველი ნორმა, სავაჭრო ვიტრინებსა და დახლებზე თამბაქოს ჩვენება შეჩერდა, დარღვევებზე ამოქმედდა სანქციები.

თამბაქოს კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეგულაციებს შედეგი ჰქონდა მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე. მისი თქმით 2022 წლის მონაცემებით ქვეყანაში მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა 15%-ით შემცირდა, მაგრამ დაუზუსტებელია იგივე წილით არის თუ არა მწეველთა რაოდენობის კლება, რადგან მწეველებმა გასახურებელი თამბაქოსა და ელექტრო სიგარეტების მოხმარება გაზარდეს. მისი თქმით, ამ პროდუქტის რეკლამირება აქტიურად ხდება და ის სავაჭრო დახლებზეც ხილულ ადგილზეა განთავსებული.

“ჰგონიათ, რომ მათზე არ ვრცელდება თამბაქოს კონტროლის კანონი და მათი მოხმარება დახურულ სივრცეებში არ არის აკრძალული. ამ პროდუქტების რეკლამირება საკმაოდ აქტიურად ხორციელდება, სწორედ ეს იწვევს იმ დამოკიდებულებას, რომ ბევრ ობიექტში ვაწყდებით დამოკიდებულებას, რომ ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას მკაცრი რეაქცია აქვთ, მაგრამ ვიღაც ეწეოდა ელექტრო სიგარეტს ან გასახურებელ თამბაქოს და არც კი ჰქონდა ამაზე რეაქცია.

იგივე სურათია სავაჭრო ობიექტებშიც . ძირითადი დარღვევები მოდის ელექტრო სიგარეტზე და გასახურებელ თამბაქოზე. ჩვეულებრივი სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო არახილულ ადგილზეა განთავსებული, მაგრამ ძალიან გამოფენილი და თვალსაჩინო ადგილზეა წარმოდგენილი ელექტრო სიგარეტები,”-ამბობს გიორგი მაღრაძე.