“პანდემიით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს ჯერ კიდევ ვიმკით” - აცხადებს bm.ge-სთან საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჯანელიძე.
მისი ინფორმაციით, ფონდმა პანდემიით მიყენებული ფინანსური დარტყმის დაძლევის მიზნით, დამატებით სასწრაფო საოპერაციო მიზნებისთვის ზარალის დასაფარად პორტფელურ კომპანიებზე ჯამში 270 ათასი დოლარის ტექნიკური დახმარება გასცა, ხოლო 2,330 მილიონი დოლარის ვალდებულებებს რესტრუქტურიზაცია დასჭირდა.
„4 წლის განმავლობაში 30-მდე კომპანია დავაფინანსეთ და დაახლოებით, 50-მდე ტრანზაქცია გავაკეთეთ ამ კომპანიებთან. უკვე გვაქვს წარმატებით დახურული პროექტის 8 მაგალითი სხვადასხვა სექტორიდან, თუმცა პანდემიის გამო ეკონომიკის პერიოდულმა ჩაკეტვებმა აზარალა რიგი კომპანიები და შესაბამისად, ამ კომპანიების სიძნელეების დასაძლევად მნიშვნელოვანი ჩარევა დასჭირდათ შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს.
ოცამდე პორტფელური კომპანიიდან 4 ბიზნესსუბიექტი, რომლებიც მოღვაწეობდნენ ისეთ სექტორებში, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად აზარალა (სასტუმრო, მომსახურება, კვების ობიექტები, კომერციული უძრავი ქონება) ვეღარ ახერხებდნენ დაგეგმილი გრაფიკით ფინანსური ვალდებულებების მომსახურებას და ფინანსურ ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაციების გაკეთება მოგვიწია. ფონდმა დამატებით სასწრაფო საოპერაციო მიზნებისთვის პანდემიით გამოწვეული ზარალის დასაფარად პორტფელურ კომპანიებზე ჯამში 270 ათასი დოლარის ტექნიკური დახმარება გასცა, ხოლო რესტრუქტურიზაცია $2,330 მილიონი დოლარის ვალდებულებებს დასჭირდა; ფონდების და ფინანსური ინსტიტუტების მზადყოფნა რომ არა და შესაბამისი დახმარება ამ კომპანიებისთვის, ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა.
ეს გამოწვევა ისევ გრძელდება, რადგან პანდემია ჯერ არა გვაქვს დასრულებული და უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებს კვლავ ვიმკით“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.
ცნობისთვის: საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ საქართველოში 2017 წლიდან ფუნციონირებს. მის ინვესტორებს წარმოადგენენ მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის DFC და FMO. ბოლო ოთხ წელში ფონმა 30-მდე კომპანია დააფინანსა, მისი მთლიანი პორტფელი კი 31 მილიონია. „გაზელ ფაინენს ჯორჯიას" მიერ დაფინანსებული კომპანიების სიაში შედიან ქართული ჩაის მწარმოებელ კომპანია „მანნა“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სამშენებლო კომპანია „პრაიმ -ბეტონი“, თხილის გადამამუშავებელ კომპანია „ნათს ჯი“ და სხვა კომპანიები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო