მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიისას რძის პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც ექიმების რეკომენდაციით იყო გამოწვეული - კვლევა

6171640acf003
ინგა მურუსიძე
21.10.21 18:00
747
2020 წლის მაისში ჩატარებული კვლევის თანახმად,პანდემიის დროს  საქონლის ხორცზე მოთხოვნა შემცირდა, ხოლო რძის პროდუქტებზე გაიზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევაში - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, მოთხოვნასა და რეალიზაციაზე“, რომელიც პანდემიის პერიოდს მოიცავს. თემატური მოკვლევის შედეგები bm.ge-ს კომიტეტიდან მიაწოდეს.

„2020 წლის მაისის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის საწყის პერიოდში საქონლის ხორცზე მოთხოვნა შემცირდა და, შესაბამისად, მისი გაყიდვაც შემცირდა. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ამ შემთხვევაში დაფიქსირდა მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, რომელსაც მოკლევადიანი ხასიათი ჰქონდა.

ეს აიხსნება იმით, რომ 2020 წლის გაზაფხულზე არსებული ლოქდაუნის პირობებში, საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლები სახლში დიდ დროს ატარებდნენ, შესაბამისად, გაზარდეს რძის პროდუქტების მოხმარებაც (ექიმების რეკომენდაციით, პანდემიის პირობებში სასურველი იყო რძის პროდუქტების მეტი რაოდენობით მოხმარება იმუნიტეტის გასაძლიერებლად)“, - წერია თემატურ მოკვლევაში.

გარდა ამისა, თემატური მოკვლევის თანახმად, 2020 წლის მაისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქონლის ხორცი და რძის პროდუქტები ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლისთვის, თუმცა გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა მზა პროდუქციის საბითუმო და საცალო ქსელამდე ტრანსპორტირება.

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ COVID-19 და მის გამო შემოღებულმა ზომებმა გამოიწვია სადისტრიბუციო სქემის ცვლილება. უფრო კონკრეტულად კი, ფერმებსა და ბიზნესებს თავად უწევდათ დისტრიბუციაზე ზრუნვა. ზოგიერთმა გამოძებნა დისტრიბუციის ახალი არხები, როგორიც არისონლაინგაყიდვა. ნაწილმა საკუთარი ვებგვერდი და facebook-გვერდი შექმნა, ნაწილმა კი კონტაქტი დაამყარა არსებულ ონლაინპლატფორმებთან“, - ნათქვამია მოკვლევაში.