14.იანვარი .2022 23:00

პანდემიისას საქართველოში 11 იახტა გაიყიდა - Azimut Benetti Group-ი

პანდემიისას საქართველოში 11 იახტა გაიყიდა - Azimut Benetti Group-ი
views 2395
უკან

2020-2021 წლებში საქართველოში 11 იახტა გაყიდა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group-ის რეგიონულმა მმართველმა, გიორგი ჩიკვაიძემ ისაუბრა.

„იახტებზე მოთხოვნა გაიზარდა. პანდემიის 2 წელიწადში ჩვენმა კომპანიამ 11 იახტა გაყიდა. პირველი ლოქდაუნის დროს შვიდი, ხოლო მეორე ლოქდაუნის დროს - ოთხი იახტა, რომელთა მფლობელებიდან 10 ქართველია, ხოლო ერთი უცხოელი, რომელიც საქართველოში ბიზნესითაა დაკავებული", - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

გაყიდული იახტების მინიმალური ფასი 300 ათასი ევრო იყო, ყველაზე ძვირად ღირებულის კი 3 მილიონ 300 ათასი ევრო.

აღსანიშნავია, რომ იახტებზე მოთხოვნის ზრდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში შეიმჩნევა. Azimut Benetti Group-ის რეგიონული მმართველის აზრით, ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ იახტა საუკეთესო საშუალებაა გაერიდო ხალხმრავლობას, გქონდეს კომფორტი და კოვიდისგან შედარებით დაცულად იგრძნო თავი.

მისივე თქმით, იახტების გაყიდვების მხოლოდ 40% უკავშირდება პანდემიას, ხოლო 60% საინვესტიციო მიმართულებას.

„იახტები იძლევა ძალიან ბევრ საშუალებას აწარმოო ბიზნესი. მაგალითად მასზე შეიძლება ადამიანმა დაარეგისტრიროს კომპანია. პანდემიის პერიოდში იახტები მსოფლიოში იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ფასი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. თუ ადამიანს უნდა ახალი იახტის შეძენა, ამისთვის მინიმუმ ორწლიანი ლოდინია საჭირო", - აღნიშნავს ჩიკვაიძე.

Azimut Yachts-ი იახტების მწარმოებელი იტალიური კომპანიაა, რომლის ფილიალი Azimut Yachts Georgia საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა