2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა და 1 314 ლარი შეადგინა. გამოდის, რომ პანდემიური 2020 წლის მიუხედავად, ქევყანაში საშუალო ხელფასმა მხოლოდ 5 ლარით დაიკლო, ბიზნესსექტორში კი პირიქით, 12-ლარიანი ზრდაა დაფიქსირებული და ამ სეგმენტში საშუალო ხელფასმა 1 417 ლარი შეადგინა.
“ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” ხელმძღვანელი სტატისტიკის ამგვარ მცირე ცვლილებას უმუშევრობის ზრდით ხსნის. რამაზ გერლიანის თქმით, მეოთხე კვარტალში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ამ ადამიანების ანაზღაურება სტატისტიკას საერთოდ მოაკლდა, შესაბამისად, საშუალო ხელფასებში ზრდა დაფიქსირდა.
“ზოგიერთ სექტორში ხელფასების მატება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს წლის ბოლო პერიოდს - ამ პერიოდში, როცა რაიმე ტიპის რეზერვი არსებობს კომპანიაში - არ აქვს მნიშვნელობა ეკონომიკა ჩაკეტილია თუ არა - წლის ბოლოს ეს რეზერვი გაიცემა და უმეტეს შემთხვევაში გაიცემა, როგორც ხელფასი. შესაძლოა, ბიზნესი მქონდეს და წლის ბოლოს მაინც ხელფასის სახით გავიტანო თანხა.
პლუს, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური სწორედ ამ შეზღუდვების გამო და გადავიდა სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებთა სიაში, აქ საუბარია დაახლოებით 150 ათას ადამიანზე. ისინი გამოვიდნენ საშუალო ხელფასების სტატისტიკიდან, შესაბამისად, გასაშუალოებულმა ხელფასებმა ზოგიერთ სექტორში აიწია კიდეც. გამოვიდა, რომ სტატისტიკაში 600-ლარიანი ხელფასები დავთმეთ და დარჩა მაღალანაზღაურებადი პოზიციები. მთლიანობაში, დასაქმებულების რაოდენობა შემცირდა და გასაშუალოებული ხელფასი გაიზარადა”,- აცხადებს რამაზ გერლიანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება